უკრაინის რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტები მიხაილო ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას ითხოვენ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მიხაილო ფედოროვის მხარდამჭერი აქციები უკრაინის დედაქალაქის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც მიმდინარეობს.
მედიის ცნობით, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების გამო უკრაინის საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე, პაველ ელიზაროვი გადადგა.
ცნობისთვის, 14 ივლისს უკრაინის უმაღლესმა რადამ პრემიერ-მინისტრის, იულია სვირიდენკოსა და მთავრობის გადადგომას მხარი დაუჭირა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ახალი მთავრობის შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მიხაილო ფედოროვის კანდიდატურას არ წარადგენს.
მიხაილო ფედოროვმა ოთხშაბათს გამოსამშვიდობებელი განცხადება გაავრცელა და მისი მუშაობის შედეგები შეაჯამა. მისი თქმით, გააგრძელებს თავის მისიას, რათა „მტერი ასიმეტრიის, ინოვაციებისა და ორგანიზაციული სიძლიერის მეშვეობით დაამარცხოს“.















