უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორნაციით უკრაინულმა დრონებმა ხერსონის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ნაწილში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) საკოორდინაციო ცენტრსა და ბაზას დაარტყეს.
SBU-ს სპეციალური ძალების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ჩატარებული ოპერაციის დროს ობიექტზე დაახლოებით 100 რუსი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა.
თავდასხმისას ადგილზე ასევე განლაგებული იყო 70-ზე მეტი მანქანაც და მათ დაცვას შეიარაღებული პირებით, საკონტროლო პუნქტებით, ბარიერებითა და მიწისქვეშა თავშესაფრებით ცდილობდნენ.
“მსგავსი სპეციალური ოპერაციები მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მტერს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფერხებს მათ სამართავ და საკონტროლო სისტემებს, აიძულებს რუსებს, რომ თავიანთი ობიექტების დასაცავად დამატებითი ძალები გადაისროლონ და მნიშვნელოვნად ართულებს ლოგისტიკასა და FSB-ს დანაყოფების მომარაგებას.” – განაცხადა უკრაინულმა სააგენტომ.















