“როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები, ბევრჯერ გვისაუბრია ამაზე – ეს მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც. ჩვენს ქვეყანაზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებშიც, ეკონომიკურად უფრო ძლიერ დედაქალაქებშიც, სადაც არსებობს თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს შესაბამისი ინფრასტრუქტურისთვის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს თბილისში ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ.
პირიქით, სწორედ ამიტომ 2017 წლიდან მოყოლებული, სადაც ვიწყებთ სამუშაოებს საგზაო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება, სანიაღვრე სისტემების მოწყობა და ა.შ… ჩვენ გვახსოვს, წინა წლების განმავლობაში გზებს მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და რეაბილიტაციის დროს, პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის მიწის ქვემოთ არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
[…]
დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემები – ყველა ადამიანს დავეხმარებით და გვერდით დავუდგებით, ვისაც გარკვეული პრობლემები შეუქმნა თბილისში გუშინ მოსულმა წვიმამ”
ამბობს კალაძე თბილისის მთავრობის სხდომაზე და წუხანდელი ძლიერი წვიმის შედეგად თბილისის დატბორვას ეხმაურება















