ნიკარაგუის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანაში არჩევნები აღარ ჩატარდება

ნიკარაგუის პრეზიდენტმა დანიელ ორტეგამ განაცხადა, რომ ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება, რათა ოპოზიციამ ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ მოახერხოს.

„აქ აღარ იქნება არჩევნები, რათა მათ [ოპოზიციამ] ხელისუფლების ხელში ჩაგდება ვერ შეძლონ“, – განაცხადა ორტეგამ 1979 წლის სანდინისტური რევოლუციის 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

ნიკარაგუაში საპრეზიდენტო არჩევნები 2027 წელს უნდა გაიმართოს, თუმცა ორტეგას არ დაუკონკრეტებია, ოფიციალურად გაუქმდება თუ არა არჩევნები, ან აიკრძალება თუ არა ოპოზიციის მონაწილეობა.