„ნოდარ დუმბაძე ცოცხალი რომ იყოს და რაიმეს აპროტესტებდეს, მისი ხუთტომეულიდანაც ამოიღებდა პროპაგანდა ციტატებს და დაგვარწმუნებდა რომ იგი დასცინის ქართველებს, ღმერთს, მოხუცებს, ცალთვალებს და სმენადაქვეითებულებს. ნუ დაუჯერებ პროპაგანდას. ჩვენი მხარდაჭერა ონისე ოქრიაშვილს”
წერია “კაცების” მიერ გავრცელებულ პოსტში.
23 ივლისს,საღამოს სტენდაფერ კომიკოს ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა. ამას წინ უძღოდა პროსამთავრობო მედიასა და სოცქსელებში პროპაგანდისტული კამპანია ონისე ოქრიაშვილის წინააღმდეგ გზავნილით, რომ მან შეურაცხყოფა მიაყენა მწერალ ნოდარ დუმბაძეს.
ამ ამბავს თავად ონისეც გამოეხმაურა და განმარტა, რომ ვიდეო, რომლის საფუძველზეც მას აშავებენ კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და მან მწერალს კი არ მიაყენა შეურაცხყოფა, არამედ ჰიპოთეზურად განასახიერა აბსურდული ადამიანი, რომელსაც ეზიზღება ნოდარ დუმბაძე ანუ ის, ვინც შეუძლებელია გეზიზღებოდეს.















