“ძალიან მკაცრი ვიქნებით, რომ თანამშრომლებმა თავიანთი მიკერძოებული აზრი არ გამოხატონ” – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინა ბერძენიშვილმა განაცხადა.
„საერთაშორისო ტრანსლაციები, რასაც ჩვენ ვერ ვიყიდით, აწი უფრო და უფრო მეტი იქნება. მხოლოდ ჩვენ კი არა (ჩვენ ვერ ვიქნებით გამონაკლისი), ყველა საზოგადოებრივი მაუწყებელი, ევროპაში კარგავს სპორტულ ლიცენზიებს, რადგან ლიცენზიების ფასი იზრდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი კი იკლებს, არც რჩება ისეთი, როგორიც არის. ფასი იზრდება და იზრდება, ჩვენი ბიუჯეტი კი მას არ მიჰყვება.
დიახ, ეს არის ძალიან მკაცრი ბიზნესი, რომელსაც არ აქვს წესი. იმდენად იმატებს ფასი, რომ ჩვენ ჩვენი ჩამკეტი გვაქვს და ამ ფასს ზევით ვერ გავყვებით. რა თქმა უნდა, კონკურენცია არის. კონკურენცია მარტო პოლიტიკაში არ არის. კონკურენცია არის კომერციულ საკითხებშიც, ისეთი როგორიცაა სპორტი. თუ კომერციულ ტელევიზიას აქვს საშუალება, რომ ქართულ სპორტს ასევე მიხედოს, მე მხოლოდ მიხარია.
ქართული სპორტი ჩვენს არხებზე აუცილებლად გაძლიერდება. საერთაშორისო ტრანსლაციები არ დაგვიკარგავს, ჩემპიონთა ლიგა ისევ დაბრუნდება, თუ შესაძლებლობა გვექნება და თუ სტრატეგიულად გადავწყვეტთ, რომ ეს საჭიროა,“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად მეორე ვადით აირჩიეს თინათინ ბერძენიშვილი. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა სამეურვეო საბჭოს 8 წევრმა, ის ერთადერთი კანდიდატი იყო.
ბერძენიშვილი აღნიშნულ თანამდებობას მომდევნო 6 წელი დაიკავებს.















