ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

აქციის მონაწილეს, ნოდარ წიწრიაშვილს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ გამოაცხადა. წიწრიაშვილი პოლიციამ 27 ივლისს საკრებულოსთან დააკავა.

გუშინ გაიმართა ასევე საკრებულოსთან 26 ივლისს დაკავებული პირების სასამართლო პროცესებიც:

  • ია მელითაური – 5-დღიანი პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
  • ნატო ბოლქვაძე – 5-დღიანი პატიმრობა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • შაკო ბაღდოშვილი – 10-დღიანი პატიმრობა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • ლაშა დგებუაძე – 10-დღიანი პატიმრობა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • ვასო ბერიძე – 5 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე
  • მარიამ მეყანწიშვილი – 6 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • თორნიკე თოშხუა – 3 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • მარინე ნანავა – 5 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • სანდრო სეხნიაშვილი – 5 000-ლარიანი ჯარიმა – მოსამართლე ზვიად ცეკვავა
  • თორნიკე ტიკარაძე – პროცესი გადაიდო 31 ივლისს 14 საათზე – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე