კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, დინამოს სტადიონის მიმდებარედ მოძრაობა შეიზღუდება

“დინამო არენაზე” 12 ივნისს დაგეგმილ კანიე უესტის კონცერტთან დაკავშირებით, თბილისის მეტრო, ასევე ავტობუსები – N306, N308, N315, N320, N311, N327, N351, N381, N384 და N386 გახანგრძლივებულად იმუშავებენ და მგზავრებს 13 ივნისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

12 ივნისის 07:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება სტადიონის მიმდებარე ქუჩებზე. პირველადი შეზღუდვა შეეხება სლავა მეტრეველისა და გიორგი ცაბაძის ქუჩებს, სადაც გადაადგილება შეზღუდული იქნება “დინამო არენას” მთავარი შესასვლელებისკენ. შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მიმდებარე ქუჩების გამოყენებით.

“12 ივნისის 13:00 საათიდან 13 ივნისის 02:00 საათამდე საგზაო მოძრაობა სრულად შეიზღუდება: აკაკი წერეთლის გამზირზე – მეტროსადგურ “წერეთელის” მიმდებარე ტერიტორიიდან მიხეილ წინამძღვრიშვილისა და გიორგი ცაბაძის ქუჩების კვეთამდე; დავით ყიფიანის ქუჩაზე – ქუთაისის ქუჩიდან შოთა იამანიძის ჩიხის კვეთამდე; წერეთლის გამზირზე მოსახვედრად ავტომობილები გადაადგილებას ვერ შეძლებენ ფოთისა და ბათუმის ქუჩებზეც.

დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება დები იშხნელების (ვლადიმერ მაიაკოვსკის), გიორგი ცაბაძის, შოთა იამანიძის ჩიხში, არჩილ ქურდიანის, სლავა მეტრეველის, ფოთის, ბათუმისა და ფიფიების ქუჩებზეც.

გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება შემდეგ საგზაო მონაკვეთებზე: დავით აღმაშენებლის გამზირზე – ცაბაძის კვეთიდან თამარ მეფის გამზირამდე; წინამძღვრიშვილის ქუჩაზე – თამარ მეფის გამზირიდან ცაბაძის ქუჩის კვეთამდე; თევდორე მღვდლის ქუჩიდან აბასთუმნის ქუჩის მიმართულებით; გორისა და ბათუმის ქუჩებიდან წერეთლის გამზირის მიმართულებით.

გარდა ამისა, ნაწილობრივ ჩაიკეტება ფოთის ქუჩა – ბათუმის ქუჩის შესახვევიდან წერეთლის გამზირამდე. ასევე, ფიფიების, ბათუმისა და გორის ქუჩებიდან შეზღუდული იქნება მოხვედრა წერეთლის გამზირზე; გადაადგილება დროებით შეიზღუდება მტკვრის მარცხენა სანაპიროდან ცაბაძის ქუჩის მიმართულებითაც.

ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება მარცხნივ მოხვევით წერეთლის გამზირის მიმართულებით და თევდორე მღვდლის ქუჩაზე; წერეთლის გამზირიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ქუთაისის ქუჩიდან დავით ყიფიანის ქუჩაზე მარჯვნივ გახვევით და ვახუშტი ბაგრატიონის ხიდზე; თამარ მეფის გამზირიდან წერეთლის გამზირზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გენერალ გიორგი კვინიტაძის ქუჩიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროსა და ვახუშტი ბაგრატიონის ქუჩის გავლით; წერეთელის გამზირიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ქუთაისის ქუჩიდან სანაპიროს მიმართულებით, შემდგომ კვინიტაძის ქუჩისა და თამარ მეფის გამზირის გავლით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მოძრაობა გადაინაცვლებს ქუთაისის ქუჩაზე, საიდანაც იმოძრავებენ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის, გიორგი სააკაძის მოედნის, კონსტანტინე გამსახურდიას გამზირის გავლით და გმირთა მოედნიდან დადგენილი მიმართულებებით გადაადგილდებიან”. – ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა...

ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ორი ბავშვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკის ბავშვთა რეანიმაციის ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით,...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე...

„პუტინი და სი ჩვენთვის მეგობრები არ არიან“-როგორ გამოეხმაურნენ დასავლეთში შენჟენში ტრამპის სამიტს

ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების ისტორიაში...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან -...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო "...

ყველა ამბავი

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული დებატებია შეტანილი. განხილვის თემა იქნება „პაატა ბურჭულაძის საქმე და პოლიტიკური...

რუსეთის ნოვოშახტინსკის ქარხანაში ხანძარი სატელიტიდან ჩანს – უკრაინა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის როსტოვის ოლქში ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს და აცხადებს, რომ საწარმოს...

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ...

სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე."გილოცავთ წმინდა...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ ვართ ციხეში საჭირო " - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე 258-ს მიიღებს. ამით პარტიას პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი...

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის...

დიმერში ხუთსართულიან სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-ს გადასცდა

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, განაცხადა...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...