ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო 18:06, 30-07-2026 ქობულეთში, ზღვაში მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. 50 წლამდე მამაკაცი მაშველებმა ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კი მისი გარდაცვალება დაადასტურა.