შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში ორი ადამიანის დაჭრის ფაქტზე ბრალდებული დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5
წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 30 ივლისს, ბრალდებულმა გორში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა ორ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე ბრალდებულის სახით დააკავეს.” – წერია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.















