ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ივანიშვილს ეკისრება –
“ქართული ოცნების” ყოფილი პრემიერი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს.
“ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. მე ყველაფერი ვცადე და გავაკეთე, რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა, სამწუხაროდ, სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას! ამ დაუნდობელ სისასტიკეს, ჩაგვრას/უსამართლობას, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურების ბინძურ გეგმას! ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს! დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხუსმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას!”, – წერს ღარიბაშვილი და წერილის ფოტოს აქვეყნებს.



