უკრაინულმა დრონებმა 19 აგვისტოს ღამით რუსეთის ბაშკირეთის დედაქალაქ უფაში სამრეწველო ობიექტებს დაარტეს. ინფორმაციას, ბაშკირეთის ხელმძღვანელი რადი ხაბიროვი ავრცელებს.
მისი თქმით, ექვსი დრონიდან ოთხის ჩამოგდება რუსებმა შეძლეს. ერთი დრონი სამრეწველო ზონაში ჩამოვარდა, რის შედეგადაც ხანძარი გაჩნდა. კიდევ ერთი დრონი ზატონის მიკრორაიონში საცხოვრებელ სახლს დაეცა. თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. ხაბიროვის თქმით, უფაში დრონების თავდასხმის შედეგად ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში სარემონტო სამუშაოებზე მყოფ დანადგარს ცეცხლი გაუჩნდა.
უკრაინულმა დრონმა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკშიც დააზიანა საცხოვრებელი სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ძერჟინსკში დრონები სვერდლოვის სახელობის ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანასაც დაესხნენ თავს. უკრაინულ დრონებს ამ საწარმოზე იერიშები ადრეც არაერთხელ მიუტანიათ.
დრონების თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ვლადიმირისა და ტულის ოლქების ხელისუფლებამაც. ტულის ოლქის გუბერნატორის, დმიტრი მილიაევის განცხადებით, დრონების განადგურება შეძლეს. მისივე თქმით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია. ვლადიმირის ოლქის გუბერნატორის, ალექსანდრ ავდეევის განცხადებით, დაზიანდა რამდენიმე ნაგებობა აგარაკების დასახლებაში.
მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი კვლავ ავრცელებს ცნობას, რომ მოსკოვის მიმართულებით დრონები მიფრინავდნენ. მისი მტკიცებით, ამ მიმართულებით 20-ზე მეტი უპილოტო აპარატი მიფრინავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ქვეყნის რეგიონების, ოკუპირებული ყირიმისა და შავი ზღვის აკვატორიის თავზე 453 უკრაინული დრონი მოიგერიეს. – დამიწერე თავიდან ეს სტატია, ფაქტები ინფორმაციები არ შეცვალო მხოლოდ წერის სტილი შეცვალე გადამოწმებული ინფორმაციებით.



