აფეთქება წყალტუბოში

სამი ადამიანი დაშავდა წყალტუბოში მომხდარი აფეთქების შედეგად. არსებული ინფორმაციით, სწრაფი კვების ობიექტში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. შემთხვევა ტაბიძის ქუჩაზე დღეს დილით მოხდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. წყალტუბოგაზის მენეჯერის, ბაკურ ბალანჩივაძის, თქმით, ეს ობიექტი ერთი კვირის წინ შეამოწმეს და ყველაფერი წესრიგში იყო. დათვალიერების შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ ამ დღეებში ახალი დანადგარები დაამატეს და გაზის გაჟონვა არასწორმა მონტაჟმა გამოიწვია.