მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება – სამხარაძე ღარიბაშვილზე

” არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება” – “ქართული ოცნების” დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მორიგ წერილს გამოეხმაურა.

“მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან “ქართული ოცნების” და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო – მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.

მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც, სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ, ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის, გაზეთ “ასავალ-დასავალის” დონეზე დაეშვა.

ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არცერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს: ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.

დაბოლოს, “ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ: სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი მონაპოვარის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, “ქართული ოცნების” ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს”. – წერს დიტო სამხარაძე facebook-ზე.

 

პოპულარული

“დაეშვით მიწაზე და რეალურ მობილიზებაზე ვკონცენტრირდეთ“-ხაბეიშვილის წერილი ციხიდან

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი...

შვეიცარიის პოლიციამ რეივზე მომხდარ სასიკვდილო სროლასთან დაკავშირებით მამაკაცი დააკავა

შვეიცარიის პოლიციამ ორშაბათს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელიც შაბათ-კვირას ქალაქ აარაუში...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა,...

თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მყვინთავებმა თბილისის ზღვაში რამდენიმე დღის...

ბათუმში მერვე სართულიდან 2 წლის ბავშვი გადმოვარდა და გარდაიცვალა

ბათუმში ინასარიძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის მერვე სართულიდან 2 წლის...

ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირთან დაახლოებას მხარი არ დაუჭირა

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმზე გაიმარჯვეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების...

მაისურზე დატანილი წარწერის გამო შოთა ოდიშვილს 15-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

მაისურზე წარწერის გამო დაკავებულ შოთა ოდიშვილს მოსამართლე ნინო ენუქიძემ...

სასამართლომ სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ სარგსიანს ქვეყნის დატოვება აუკრძალა

ერევნის სასამართლომ ანტიკორუფციული კომიტეტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სერჟ სარგსიანს...

ყველა ამბავი

თუ სომხეთი თვლის, რომ რუსული ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ გავალთ – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ  თუ ერევანი თვლის, რომ სომხეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა აღარ სჭირდებათ, რუსეთი სომხეთიდან გავა."თუ...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საერთაშორისო პარტნიორებსა და იმ ავიაკომპანიებს მიმართა, რომლებიც რუსეთის ქალაქებში...

სახალხო დამცველი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვდება.იოსელიანის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ ის კომენტარს გააკეთებს ღარიბაშვილის ციხეში...

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას – მედვედევი

გერმანია იმსახურებს პირდაპირ დარტყმას კიევის რეჟიმისთვის სამხედრო ტექნიკის მწარმოებელ ყველა გერმანულ საწარმოზე, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ,...

შაკიკის წინააღმდეგ უფრო ზუსტი წამლები გამოჩნდა – ექიმებმა რეკომენდაციები შეცვალეს

აშშ-ში შაკიკის პრევენციის რეკომენდაციები 14 წლის შემდეგ პირველად განახლდა. ახალი გაიდლაინები უკვე ითვალისწინებს თანამედროვე პრეპარატებს, რომლებიც უშუალოდ შაკიკის განვითარებაში...

აშშ-მა ირანზე ახალი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა ირანზე ახალი დარტყმების განხორციელება დაიწყეს. „დარტყმები მოჰყვა ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ბოლო...

კალასმა ევროკავშირს მოუწოდა უკრაინას გადასცეს გადამჭერი რაკეტები, რომლებსაც ვადა მალე ეწურებათ

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმების ფონზე ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდა, უკრაინას...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ, რაც მისი ბინა გაჩხრიკეს. სამართალდამცველებმა ელიზბარაშვილი ხელბორკილით პოლიციის ავტომობილში ჩასვეს....

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს..- ნიკა გვარამია

"ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძე-მდინარაძეს.." - მის შესახებ სოციალურ ქსელში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია...

ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს – ანა წითლიძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილზე

"ფაქტობრივად, ღარიბაშვილი მკვლელობაში ადანაშუალებს კობახიძე მდინარაძეს" - ასე ეხმაურება, ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე, ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ...

ბათუმში დაკარგული ქალის ცხედარი ზღვაში იპოვეს

4-დღიანი ძებნის შემდეგ, ბათუმში, ზღვაში დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს. ქალის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა.ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.29 აგვისტოს გავრცელდა...

კობახიძე-მდინარაძის მმართველობისას მომხდარი თვითმკვლელობები პასუხგაუცემელია… – ღარიბაშვილის წერილი ციხიდან

ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ განცხადებას ავრცელებს, სადაც დეტალურად საუბრობს ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის სტატიასთან დაკავშირებულ ეპიზოდზე და კითხვას...