რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინი აცხადებს,რომ თუ ერევანი თვლის, რომ სომხეთში განთავსებული რუსეთის სამხედრო ბაზა აღარ სჭირდებათ, რუსეთი სომხეთიდან გავა.
“თუ სომხეთი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო ბაზა საჭირო აღარაა, ჩვენ ხვალვე გავალთ. მაგრამ, სომხეთი მზად არის ამისთვის? ნება თქვენია. ჩვენ არავის არაფერს ვახვევთ თავს”. – თქვა პუტინმა რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ცნობით.

