WSJ: CIA-ს ხელმძღვანელის მოსკოვში ვიზიტი ტრამპის საიდუმლო დავალება იყო

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ამ მგზავრობის შესახებ თეთრი სახლის ზოგიერთმა მაღალჩინოსანმაც კი არ იცოდა. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal-ი ხუთშაბათს, 27 აგვისტოს წერს.

WSJ-ის წყაროების თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირადად დაავალა რეტკლიფს მოსკოვში გამგზავრება და ამ მისიის შესახებ არ აცნობა არც თავის თანაშემწეებს და არც სამხედრო ხელმძღვანელებს, რომლებიც ჩვეულებრივ მსგავს ვიზიტებზე ინფორმირებულნი იქნებოდნენ.

ვიზიტმა მოულოდნელად დააბნია ევროპელი მაღალჩინოსნებიც, რომლებიც, WSJ-ის წყაროების თქმით, „ვიზიტის შესახებ ცნობების გავრცელების შემდეგ ციებ-ცხელებით ეძებდნენ ინფორმაციას“. ბრიფინგის შემდეგ, ორი ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, CIA-ს დირექტორმა რუს კოლეგებს დაზვერვის სფეროდან დაუდასტურა, რომ აშშ კვლავ ერთგულია ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების იმ მუხლისა, რომლის მიხედვითაც NATO-ს ერთ წევრზე თავდასხმა ყველა წევრზე თავდასხმად ითვლება.

რეტკლიფმა მოსკოვში ასევე განიხილა უკრაინასთან ომის დასრულებაზე მოლაპარაკებების განახლება და კრემლს მოუწოდა, შეწყვიტოს ირანის მხარდაჭერა, განუცხადეს WSJ-ს ამერიკელმა და ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა.

NYT: CIA-ს ხელმძღვანელმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის მდგომარეობის „პირქუში შეფასება“ გადასცა

The New York Times-ის ცნობით, რეტკლიფმა მოსკოვში ვიზიტისას რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (FSB) ხელმძღვანელ ალექსანდრ ბორტნიკოვს გაუზიარა რუსეთის მდგომარეობის „პირქუში შეფასება“ უკრაინის ომში და მოსკოვს მოუწოდა, მოლაპარაკებები დაიწყოს მანამდე, სანამ სამხედრო და ეკონომიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდება.

გაზეთის ზოგიერთი წყარო ბორტნიკოვის შუამავლად არჩევას იმით ხსნის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, როგორც სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომელი, CIA-ს დირექტორისგან მიღებულ ინფორმაციას შესაძლოა უფრო სანდოდ მიიჩნევდეს, ვიდრე ჩვეულებრივი დიპლომატიური არხებით მიღებულ ცნობებს. NYT ასევე წერს, რომ რეტკლიფსა და ბორტნიკოვს შორის საკომუნიკაციო არხი სხვა არხებისგან დამოუკიდებლად მუშაობს.

NYT-ის მიხედვით, CIA-ს თანამშრომლებს ეჭვი აქვთ, რომ პუტინს ომის მიმდინარეობისა და რუსეთის არმიის დანაკარგების მასშტაბის შესახებ სანდო ინფორმაციას არ აწვდიან. გაზეთი არ ასაჯაროებს იმ გზავნილის შინაარსს, რომელიც რეტკლიფმა ბორტნიკოვს გადასცა, თუმცა აღნიშნავს, რომ ის „ეხმიანებოდა CIA-ს დირექტორის ზოგიერთ საჯარო განცხადებას“.

FSB-ის ხელმძღვანელთან შეხვედრისას CIA-ს დირექტორს მუქარა არ გამოუთქვამს იმ შემთხვევისთვის, თუ პუტინი აშშ-ის გზავნილს უგულებელყოფდა და სამხედრო მოქმედებებს არ შეწყვეტდა. ასევე აღნიშნულია, რომ ბორტნიკოვთან შეხვედრამდე რეტკლიფი უკრაინის წარმომადგენლებს ესაუბრა და დაარწმუნა, რომ მისი მიზანი მოსკოვის პოზიციის შესწავლა იყო და არა კიევის სახელით რაიმე დათმობებზე შეთანხმება.

ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მიზნის შესახებ ვერსიები განსხვავდება

რეტკლიფი რუსეთში 25 აგვისტოს აშშ-ის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავით Boeing C-17 Globemaster III ჩავიდა და რამდენიმე საათში ქვეყანა დატოვა. The Washington Post წერდა, რომ CIA-ს ხელმძღვანელის ვიზიტი „სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს“ უკავშირდებოდა.

მოგვიანებით Politico-მ სამ წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტის მთავარი მიზანი რუსეთისთვის იმის შეტყობინება იყო, რომ აშშ-ის NATO-ს მოკავშირეებზე თავდასხმა დაუშვებელია. კერძოდ, საუბარი შეეხებოდა ესტონეთს, ლატვიასა და ლიეტუვას.

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა რეტკლიფის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა, რომ მას სახელმწიფოს მეთაურთან შეხვედრა არ ჰქონია. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის (SVR) ხელმძღვანელმა სერგეი ნარიშკინმა კი CIA-ს დირექტორთან შეხვედრა დაადასტურა, თუმცა აღნიშნა, რომ მასში „არაფერია უჩვეულო“.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტს „ჩვეულებრივი საქმე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ის ნარიშკინს „ექვს თვეში ერთხელ ან წელიწადში ერთხელ“ ხვდება.

პოპულარული

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის...

ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ დივიდენდი მიიღოს – ვოლსკი ღარიბაშვილზე

"ვფიქრობ, სურს, რევოლუციურ პროცესებში წვლილი შეიტანოს, რათა შემდეგ, იქნებ...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ...

პოპულარული შაქრის შემცვლელების გავლენა შესაძლოა მომავალ თაობებსაც გადაეცეს–კვლევა

თაგვებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პოპულარული დამატკბობლები, სუკრალოზა და...

თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს

ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი საკუთარ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს მას შემდეგ,...

არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს – გიგა ფარულავა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს "...

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, გურიაში, სოფელ ნასაკირალში ქალის მკვლელობისთვის 1 პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა,...

ყველა ამბავი

კრემლში პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები კიევში ზელენსკის შეხვდნენ

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის მოლაპარაკებები კიევში დასრულდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მხარეებმა დეტალებზე ძალიან მწირი...

FT: ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოწონების რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ამას Focaldata-სა და Financial Times-ის (FT) მიერ ჩატარებული გამოკითხვის...

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს.დაკავებული, საბერძნეთის სამართალდამცავი ორგანოების...

ნატომ პირველად ჩაატარა სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე

ნატოს ქვეყნებმა ალიანსის ისტორიაში პირველად ჩაატარეს სამხედრო წვრთნები აშშ-ის მონაწილეობის გარეშე, — ამის შესახებ Politico-მ შაბათს, 5 სექტემბერს, დაწერა....

ნიღბიანმა ანტიმიგრანტმა დემონსტრანტებმა ბრიტანეთში დოვერის ტერმინალი გადაკეტეს

შაბათს ინგლისის ქალაქ დოვერში ასობით ნიღბიანმა ადამიანმა ანტიმიგრაციული აქციის ფარგლებში მოძრაობა გადაკეტა, რის გამოც საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის...

ახალდაბის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მოზარდი ემსხვერპლა

ახალდაბის გზაზე მოზარდს მანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი გარდაიცვალა.შსს–ს ინფორმაცით, ავტომობილის მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იყო და ის უკვე დაკავებულია.მოზარდი ...

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა

ვულკანის ამოფრქვევის გამო ინდონეზიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი დროებით შეჩერდა. ჯაკარტის სუკარნო-ჰატას აეროპორტში ათიათასობით მგზავრი აღმოჩნდა ჩარჩენილი.ადგილობრივი ხელისუფლების...

რა არის „სლიფმაქსინგი“ და როგორ შეიძლება იდეალური ძილისკენ სწრაფვამ დაძინებაში ხელი შეგიშალოთ

ძილის ხარისხის შეფასებები, მაგნიუმი, თეთრი ხმაურის ჩანაწერები — ის, რაც ოდესღაც უბრალოდ დაძინება იყო, დღეს რეკომენდაციებისა და ტექნოლოგიების ნამდვილ...

პენტაგონმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების 50-მდე თანამშრომელი პოლიგრაფზე შეამოწმა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის დაახლოებით 50 თანამშრომელს იძულებითი პოლიგრაფის ტესტი ჩაუტარდა. მიზეზი მედიაში საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვა...

„მიაქვთ წინადადება, როგორ დასრულდეს ომი“ – უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი შაბათს მოსკოვში ჩავიდნენ, სადაც ვლადიმირ პუტინს უნდა შეხვდნენ. დონალდ ტრამპის...

„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა...

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...