„პუტინის სულიერი მოძღვრის“ საქმეზე ბრალდებულებს ახალი მუხლები დაუმატეს

ФСБ-მ მიტროპოლიტ ტიხონზე სავარაუდოდ დაგეგმილი თავდასხმის საქმეზე ბრალდებები გააფართოვა. ტერაქტის მომზადების გარდა, საქმის ფიგურანტებს ახლა სახელმწიფო ღალატს, მოწინააღმდეგის დახმარებასა და სხვა დანაშაულებსაც ედავებიან.

ФСБ-ს გამომძიებლებმა სემინარიის კურსდამთავრებულებს — დენის პოპოვიჩსა და ნიკიტა ივანკოვიჩს, რომლებიც მიტროპოლიტ ტიხონ შევკუნოვზე სავარაუდო თავდასხმის მომზადების საქმეზე არიან დაკავებულები, ახალი ბრალდებები წაუყენეს. ამის შესახებ 4 სექტემბერს პირველი სააპელაციო საერთო იურისდიქციის სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან გახდა ცნობილი.

პოპოვიჩს, რომელსაც მანამდე ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო ბრუნვასა და ტერაქტის მომზადებას ედავებოდნენ, ახლა ასევე ბრალად ედება მოწინააღმდეგისთვის დახმარების გაწევა, რუსეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობა, ტერაქტის ჩასადენად მომზადების გავლა, ტერორისტულ გაერთიანებაში მონაწილეობა, კომპიუტერულ ინფორმაციაზე უკანონო წვდომა და დოკუმენტების გაყალბება.

ივანკოვიჩს კი მოწინააღმდეგისთვის დახმარებისა და ტერორისტული საქმიანობისთვის მომზადების ნაცვლად სახელმწიფო ღალატში დასდეს ბრალი. დანარჩენი ბრალდებები ორივე ფიგურანტთან ერთნაირია.

ტიხონზე „თავდასხმის“ საქმე

2025 წლის თებერვალში ФСБ-მ უკრაინის დაზვერვა სიმფეროპოლისა და ყირიმის მიტროპოლიტ ტიხონზე (შევკუნოვზე) თავდასხმის მომზადებაში დაადანაშაულა. უწყების მტკიცებით, დაკავებული სასულიერო პირები, რომლებიც ტიხონის გარემოცვაში შედიოდნენ, თითქოს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ (ГУР) გადაიბირა.

ФСБ-ს ვერსიით, 2024 წლის დეკემბერში დაკავებულებმა სამალავიდან ასაფეთქებელი მოწყობილობა მიიღეს. მათი მტკიცებით, მოწყობილობის განთავსებას მოსკოვის სრეტენსკის მონასტერში გეგმავდნენ და მისი აფეთქება მაშინ უნდა მომხდარიყო, როდესაც ტიხონი დედაქალაქში ჩავიდოდა. ამის შემდეგ ბრალდებულები რუსეთის დატოვებას ყალბი პასპორტებით აპირებდნენ. რუსეთის ძალოვანი უწყებების განცხადებით, დაკავებულებმა აღიარებითი ჩვენებები მისცეს.

„ნოვაია გაზეტას“ ცნობით, დენის პოპოვიჩი ტიხონის კანცელარიაში მსახურობდა და ფსკოვ-პეჩორის სასულიერო სემინარიაში ასწავლიდა. ნიკიტა ივანკოვიჩმა კი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო საეკლესიო ასპირანტურა და დოქტორანტურა დაამთავრა.

გამოცემა ასევე წერს, რომ 2022 წელს ტიხონის მიერ დაარსებული სრეტენსკის სემინარიის კურსდამთავრებულებზე Telegram-არხმა „ეპისკოპოსი ლუციფერი“ დასმენები გამოაქვეყნა და ისინი ეპისკოპოსის გარემოცვაში „ბანდერელთა ლობის“ შექმნაში დაადანაშაულა.

„პუტინის სულიერი მოძღვარი“

ტიხონი (შევკუნოვი) რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იერარქია. ის ასევე ცნობილია როგორც ტელეწამყვანი და მწერალი.

მედია მას ხშირად „პუტინის სულიერ მოძღვარს“ უწოდებს, თუმცა არც ვლადიმირ პუტინს და არც თავად შევკუნოვს ეს საჯაროდ არ დაუდასტურებიათ. ამავე დროს, მიტროპოლიტი რეგულარულად ჩნდება ღონისძიებებზე, რომლებშიც პუტინი მონაწილეობს.

2023 წელს ტიხონი ანექსირებულ ყირიმში მიტროპოლიის ხელმძღვანელი გახდა. მანამდე ის ფსკოვის მიტროპოლიტი იყო, უფრო ადრე კი მოსკოვის სრეტენსკის მონასტრის წინამძღვარი.

პოპულარული

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან...

ნეპალის ჰიდროელექტროსადგურის გვირაბიდან ორი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ნეპალში, მდინარე ტრიშულიზე მდებარე ზემო ტრიშული 3A ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებული...

უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს – ზელენსკი

"უკრაინა რუსეთის საჰაერო სივრცის დაბლოკვის კამპანიას იწყებს"- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ...

თუ რუსეთი სამხედრო ბაზის გაყვანას გადაწყვეტს, წინააღმდეგი არ ვიქნებით – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ თუ რუსეთი სომხეთიდან...

იტალიაში, გაეტას სანაპიროზე ქურდობისთვის საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, გაეტის  პოლიციამ საქართველოს სამი მოქალაქე ქურდობის ფაქტზე დანაშაულის...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

ხატია დეკანოიძე ჯორბენაძის საქმეზე გამოკითხვაზე სასამართლოში გამოცხადდება

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან...

ვენაში მძარცველებმა დღისით მუზეუმიდან 600 ბრილიანტით შემკული ყელსაბამი მოიპარეს

ვენაში მიმდინარეობს საერთაშორისო ოპერაცია ორი მამაკაცის მოსაძებნად, რომლებმაც მუზეუმიდან...

ყველა ამბავი

დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა,...

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს, რაც ამერიკული დელეგაციის...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.თვითმხილველების თქმით, სწრაფად...

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ, თუმცა ახალი კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე დავობენ. კონგრესმენები შიშობენ, რომ ახალი...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში გაემგზავრება.„უფლებები საქართველოს" ცნობით, თბილისის აეროპორტში ის უკვე...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, უარი ეთქვა ისეთ კომპრომისზე, რომელიც რუსეთს დონბასზე კონტროლის აღიარების...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობაზე იერიში დრონით მიიტანეს.კიევის ინფორმაციით, სამიზნეს...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ!...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების მცდელობების ფარგლებში, მიმდინარე კვირის...

შსს-ს თქმით, დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

აქციების დროს დაკავებულ და "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება....

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში...