გერმანიამ წლის ბოლომდე „საწვავის შეღავათი“ დააბრუნა

გერმანიის ფედერალური მთავრობა და ფედერალური მიწები შეთანხმდნენ, რომ ბიზნესისა და მოსახლეობის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად ბენზინსა და დიზელზე „საწვავის შეღავათს“ და ფასის ზედა ზღვარს შემოიღებენ.

ხელისუფლების გეგმის თანახმად, 1 ოქტომბრიდან 2026 წლის ბოლომდე მთავრობა ბენზინსა და დიზელზე ენერგეტიკულ გადასახადს 14 ცენტით შეამცირებს. სააგენტო dpa-ს ცნობით, დღგ-ის გათვალისწინებით, ფასი მთლიანობაში ლიტრზე 17 ცენტით დაიკლებს. გერმანიაში მსგავსი „საწვავის შეღავათი“ უკვე მოქმედებდა მაისის დასაწყისიდან ივნისის ბოლომდე.

მოსალოდნელია, რომ ეს ზომა გერმანიის მოსახლეობისა და საწარმოების ფინანსურ ტვირთს დაახლოებით 2,5 მილიარდი ევროთი შეამცირებს. მთავრობა „საწვავის შეღავათს“ ნაწილობრივ ფედერალური მიწების 1,25 მილიარდი ევროს მოცულობის შენატანით დააფინანსებს.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „დაძაბული ბიუჯეტების“ პირობებში საუბარია „საკმაოდ სოლიდურ თანხაზე“. თუმცა მან ასევე აღიარა, რომ გერმანიის მოქალაქეები, „რომლებიც ყოველდღიურად ავტომობილზე არიან დამოკიდებული, თავიანთი შესაძლებლობების ზღვარს აღწევენ“ ავტოგასამართ სადგურებზე მაღალი ფასების გამო.

საწვავზე ფასის ზედა ზღვარი 2027 წლის დასაწყისამდე შემოვა

ფედერალურ მთავრობაში ასევე შეთანხმდნენ, რომ ბელგიისა და ლუქსემბურგის მაგალითზე, 2027 წლის 1 იანვრამდე საწვავზე ფასის ზედა ზღვარი დაწესდება. როგორც dpa წერს, ამ ზომამ ბენზინსა და დიზელზე მაქსიმალური ფასი უნდა განსაზღვროს. ის გამოითვლება ნავთობის ფასების დინამიკის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის ხარჯებისა და სავაჭრო მარჟის გათვალისწინებით.

მანამდე მმართველ კოალიციაში კონსერვატიული CDU/CSU-ს პარტნიორი სოციალ-დემოკრატიული პარტია არაერთხელ გამოდიოდა ფასის ასეთი ზედა ზღვრის დაწესების ინიციატივით. თუმცა ფედერალური ეკონომიკის მინისტრი კატერინა რაიხე ამ ზომის წინააღმდეგი იყო.

მთავრობა მოსახლეობის მხარდაჭერას გააგრძელებს

სააგენტო AFP-ის ცნობით, გერმანიის მთავრობა აპირებს გააგრძელოს ქვეყნის მოსახლეობისა და იმ საწარმოების მხარდაჭერა, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისის გამო საწვავის მაღალი ფასებით დაზარალდნენ. კერძოდ, ხელისუფლება განიხილავს მექანიზმის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც მოსახლეობისთვის პირდაპირი გადახდების გაცემას შემოსავლის დონის გათვალისწინებით ითვალისწინებს.

გარდა ამისა, გერმანიის ხელისუფლება მხარს უჭერს ნავთობის სექტორთან მიმართებით ევროკავშირის დონეზე ზომების მიღებას, 2022 წლის ენერგეტიკული კრიზისის ანალოგიურად. საუბარია, მათ შორის, ზემოგებაზე გადასახადის დაწესებაზე, რომლის ევროკავშირის დონეზე აღდგენასაც აქტიურად უჭერს მხარს გერმანიის ფინანსთა მინისტრი ლარს კლინგბაილი.

გერმანიაში ბენზინის ფასების შესამცირებლად გადაუდებელი ზომებს მიღებაზე ბოლო დღეებში აქტიურად ლაპარაკობდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.  15 სექტემბერს გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პირობა დადო, რომ ირანის ომის დაწყების შემდეგ საწვავის ფასების გაზრდის გამო მაღალი საწვავის ფასებით გამოწვეული ფინანსური ტვირთის შესამცირებლად ზომებს მიიღებს.

პოპულარული

ბულგარეთმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა

ბულგარეთმა მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე, რუსეთს გადასცა. რუსეთის გენერალური...

ტრამპმა „ძალიან მალე“ პუტინთან და ზელენსკისთან შეხვედრა დააანონსა

„შეხვედრა ძალიან მალე გაიმართება და ვფიქრობ, მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა...

“მსჯავრდებულის დას 110 000 მოსთხოვა” – თაღლითობისთვის ადვოკატი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ბრალდებით ადვოკატი...

დიტო ჩუბინიძე 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდანვე გაათავისუფლეს

საბოტაჟის ბრალდებით დაკავებული ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, დიტო ჩუბინიძე თბილისის სააპელაციო...

მთავარი პარტია, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას ექვემდებარება, არის „ქართული ოცნება“ – გვარამია

მთავარი პარტია, თუ ერთადერთი არა, რომელიც კონსტიტუციური კრიტერიუმებით აკრძალვას...

„ქალების სახელით ყალბ პროფილებს ქმნიდნენ, მამაკაცებს უკავშირდებოდნენ, შეხვედრაზე მისულებს კი ჯგუფურად თავს ესხმოდნენ“ – დააკავეს 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ძარცვისა და...

ბრიუსელს ევროკავშირის მესაზღვრეების რაოდენობის გასამმაგება სურს

სეუტაში მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით, ევროკომისია სასაზღვრო სააგენტო Frontex-ის პერსონალის...

ნოემბრიდან ევროკავშირში შესულ ყველა ამანათზე 2 ევროიანი მოსაკრებელი წესდება

ევროკავშირი პირველი ნოემბრიდან ბაზარზე არაწევრი ქვეყნებიდან შემავალ ყველა ამანათზე...

ყველა ამბავი

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს.ასეთი შემოსავალი სასჯელი ხდება – შიო III

ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს  - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის...

5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია – კალაძე ცხოველთა დამცველებზე

"5-6 ადამიანი დღესვე წასაყვანი და დასაძინებელია" -  განაცხადა  "ქართული ოცნების" მერმა, კახა კალაძემ ცხოველთა დაცველებზე.  ამის შესახებ, მან  ელის...

ბომბის საფრთხის გამო 4 თვითმფრინავი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ავარიულად დაეშვა

ევროპის მასშტაბით ოთხი თვითმფრინავი ბომბის საფრთხის გამო ავარიულად დაეშვა , - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.ბომბის საფრთხის შესახებ შეტყობინებების მიღების...

ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია – ხოშტარია

"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია" - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს აქვეყნებს"მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია!სანამ...

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, საქართველოს სახელმწიფოა – პაპუაშვილი

ნუ ენდობით ნურცერთი ქვეყნის ელჩს, უცხო ქვეყნის პოლიტიკოსს, ყველა მოგატყუებთ, ერთადერთი ვინც თქვენ მხარეს დადგება, ეს არის საქართველოს სახელმწიფო,...

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ექიმ მაია კოხტაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა.როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, კოხტაშვილის საექიმო საქმიანობას არაფერი შეეხება და ერთწლიანი პირობითი მსჯავრიც არ...

თუ ევროპა ომს დაიწყებს, ჩვენი პასუხი განსხვავებული და ძალიან ხანმოკლე იქნება – ლავროვი

რუსეთი ევროპასთან არანაირ ომს არ გეგმავს, მაგრამ მზადაა მის ქმედებებს უპასუხოს, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.„პრეზიდენტმა...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა, დავით ასათიანმა უკვე შეიტანა."ბერა ივანიშვილის...

TI-ოცნების დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა

23 დღე და ბიუჯეტიდან წაღებული 41.1 მილიონი ლარი — ასე მუშაობს სქემა, როცა ყოფილი ჩინოვნიკი და მმართველი პარტიის მსხვილი...

“არასრულწლოვანს ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ,” – ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით,...

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები

3 ნოემბრის #საკვირველიდღეები: 7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾ 100 წთ (საქართველოში) - 4₾ 60 000 მბ - 23₾ 9...

ათი წელი ხუთის ნაცვლად – ბრიტანეთი იმიგრანტებისთვის წესებს ამკაცრებს

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა შაბანა მაჰმუდმა ორშაბათს საიმიგრაციო კანონმდებლობის რეფორმის გეგმა წარადგინა. გეგმის თანახმად, ლეგალური იმიგრანტების უმრავლესობას მუდმივი...