სოდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს

{{ARTICLEIMAGE}}

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს მიხეილ დილიმაშვილი უხელმძღვანელებს. მიხეილ დილიმაშვილი ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე აჭარის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსად დილემაშვილი 2018 წლის ივნისში დაინიშნა.


 

2013 წელს ის სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო. როგორც ცნობილია, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თემურ კუპატაძემ თანამდებობა 29 იანვარს დატოვა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გადაინაცვლა.