შსს ენმ-ის მიერ დღეს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

“მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს” –   17:00 საათზე, რიყის დოქებთან ენმ-ის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

“არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული აქციის მონაწილეები, მიუხედავად ორგანიზატორებისთვის წინასწარ მიწოდებული განმარტებებისა და მითითებისა, კვლავ გეგმავენ შეკრების გამართვას რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიაზე.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიაწოდოს ინფორმაცია ადგილზე არსებული გარემოებებისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ.

როგორც უკვე არაერთგზის განემარტათ აქციის ორგანიზატორებს, ევროპის მოედანსა და რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებებთან დაკავშირებით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს დაწყებული აქვთ ღონისძიებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს შეკრების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ შეუშალონ ხელი „თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების მოსამზადებელ სამუშაოებს და არ შევიდნენ იმ ტერიტორიებზე, სადაც შესაბამისი სამსახურები სამუშაოებს ახორციელებენ.

ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მოქალაქეები არ მიუახლოვდნენ რიყის დოქების მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები. მიმდინარე სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე მოქალაქეთა შესვლა და გადაადგილება უსაფრთხოების მომეტებულ რისკებთან არის დაკავშირებული და შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრება-მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს, გაითვალისწინონ ადგილზე არსებული ვითარება, დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხელი არ შეუშალონ მიმდინარე სამუშაოებს და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს.

პოლიცია ადგილზე უზრუნველყოფს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვას და კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას” – წერს შსს.

პოპულარული

ბათუმში მიკროავტობუსი ქვეითებს შეეჯახა. დაიღუპა 5 წლის ბავშვი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი...

“ე.წ. კანონიერ ქურდთან ერთად მკვლელობა დაგეგმეს” -პოლიციამ 3 პირი დააკავა

გურიის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ჯგუფურად მომზადებისა და...

თბილისისთვის ჩინეთში მზადდება მეტროს 111 ვაგონი – კალაძე

ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ვეწვიოთ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო კომპანიას, სადაც...

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი...

საქართველოს ეუთოს თავმჯდომარეობა სურს, თუმცა ევროკავშირი წინააღმდეგია: Rapporteur

საქართველო ეუთოს თავმჯდომარეობის მოპოვებას ცდილობს, თუმცა ევროკავშირის ქვეყნები ამ...

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს 1.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, ვლადიმერ ხუნდაძე სასამართლომ სამსახურებრივი...

რუსთავის ციხეში ოჯახის წევრთან ნარკოტიკი შეჰქონდათ – პენიტენციური სამსახური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის #17-ე ნახევრად ღია...

ყველა ამბავი

მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა.. ერთ-ერთი ახალშობილი გარდაიცვალა – სამირა ბაირამოვა 

სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ მარნეულის სამშობიაროში 13 წლის ბავშვმა, ტყუპები გააჩინა, ერთ-ერთი ახალშობილი კი გარდაიცვალა."მითხრეს,...

კომუნიკაციების კომისიამ “ფორმულა” “მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის” 10 000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულა" მიუკერძოებლობის პრინციპების დარღვევისთვის 10 000 ლარით დააჯარიმეს.კომისიის განცხადებით, 14-16 სექტემბრის პერიოდში ფორმულას 17-საათიან ახალი...

რუსეთი საქართველოსა და დსთ-ის მძღოლებს ქვეყანაში ყოფნის ვადას შეუმცირებს, თუ მათი სახელმწიფოები ევროკავშირისკენ გზას აირჩევენ

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის თანახმად, დსთ-ის ქვეყნებისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში სატვირთო...

ორი ფეისბუქ სტატუსისა და ერთი ვიდეოს გამო, შსს მიჩივის – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ისევ უჩივის. სამქე ამჯერადაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებსა და ვიდეოს...

ბრიტანეთმა საქართველოს ოთხი მოქალაქე დაასანქცირა

დიდმა ბრიტანეთმა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს სანქციები დაუწესა- ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის მთავრობა...

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. გადაწყვეტილება...

1 ოქტომბერს ვულოცავ „ქართული ოცნების“ დიდ ოჯახს!! 14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა – კალაძე

1 ოქტომბერი - დღე, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა.14 წლის წინ ქართველმა ხალხმა ისტორიული არჩევანი გააკეთა და...

პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735...

წარუმატებელი სიკვდილით დასჯა აშშ-ში: კრისტა პაიკმა ორმაგ სასიკვდილო ინექციას გაუძლო და გადარჩა

2026 წლის 30 სექტემბერს, აშშ-ის ტენესის შტატის Riverbend Maximum Security Institution-ის ციხეში, სიკვდილით მსჯავრდებული კრისტა პაიკის ლეტალური ინექციით აღსრულება...

“საქართველოში დასაქმებას დაჰპირდნენ, წაართვეს პირადობა, ფული” – დაკავებულია 2 პირი

ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.  ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უცხო...

ქართველი ებრაელი ექიმი, რომელმაც Flydubai-ის რეისზე დაჭრილი კაპიტანი გადაარჩინა

Flydubai-ის რეისზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ბორტზე მყოფი მგზავრი, პროფესიით ექიმი-სტომატოლოგი შოთა მუსაევი. ქართველი ებრაელი...

El Mundo: რუსეთის ხელისუფლება აშშ-ში კასპაროვის მკვლელობას ამზადებდა

El Mundo-ს ინფორმაციით, გარი კასპაროვისა და ილია პონომარიოვის მოკვლას აშშ-ში გეგმავდნენ, მესამე მსხვერპლი კი ვილნიუსში დანით უნდა მოეკლათ ან...