ყაზახეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა საზღვრებზე კონტროლი გაამკაცრეს რუსეთში შესაძლო შავი ჭირის გავრცელების გამო.
ყაზახეთში პრევენციული ზომები ამოქმედდა, მათ შორის სანიტარული და საკარანტინო კონტროლი სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს მოქაქლაქეებს, რომ მოგზაურობის შემდეგ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში დროულად მიმართონ ექიმს და სამედიცინო პერსონალს აცნობონ, სად და როდის იმყოფებოდნენ.
საზღვარზე ჯანდაცვის კუთხით უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს ყირგიზეთმა და უზბეკეთმაც.
ამავდროულად, რუსეთის სპეციალისტები ეპიდემიოლოგიურ მოკვლევას ატარებენ. საბოლოო დიაგნოზი ჯერ დადასტურებული არ არის.
ცნობისთვის, ირკუტსკის შავი ჭირის კვლევის ინსტიტუტის ლაბორანტმა, 28 წლის დარია შიპილოვამ მუშაობისას ფილტვის შავი ჭირის ბაქტერიის შემცველი სინჯარა შემთხვევით გატეხა. მომხდარიდან მალევე მძიმედ დაავადდა და 2 ოქტომბერს, ფილტვისმიერი ჭირით გარდაიცვალა.
ამასთანავე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა ვითარებაზე დაკვირვება დაიწყო და მოსკოვს ზუსტი მონაცემების დაუყოვნებლივ და ღიად გაზიარებისკენ მოუწოდეს. როგორც ირკვევა, თეთრი სახლი პროცესებს აქტიურად აკვირდება და მოსკოვის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების ეფექტურობას სწავლობს.


