იოსელიანი არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა.რა უნდა ოფისში, როცა ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან?! – პატიმრობაში მყოფი კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს.
“ციხის ამბებზე მინდა მივმართო საზოგადოებას და გითხრათ, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად. მე კარგად მესმის, გვერდზე არიან ბიჭები და ძალიან კარგად მესმის, როგორი საგანგებო საკითხია და ვერ მოვისვენებ, თუ არ გაგიზიარებთ ჩემს პოზიციას.
პირველი – რა თქმა უნდა, სოლიდარობა ყველა მსხვერპლს ამ კრიმინალური სისტემის, ყველა ადამიანს, რომელიც ახლა, ამ წუთეშიც საფრთხეშია და მინდა გითხრათ, რომ 4 რამ არის გასაკეთებელი, რაც ამ სიტუაციას ახლა, მოკლე ვადაში გამოასწორებს.
პირველი – ეს არის მიმართვა საზოგადოებაზე და მინდა, რომ კარგად გაიაზროთ, კარგად აღიქვათ, რომ რომ ეს ადამიანები მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში არ არიან უბრალოდ პატიმრები, ისინი არიან მძევლები კრიმინალების ხელში. […] ნებისმიერი წუთი, როდესაც ისინი მარტო არიან ამ ჯალათ დირექტორთან და ჯალათ ოფიცრებთან, ისინი არიან საფრთხის ქვეშ, ამიტომ საზოგადოებას მინდა ვუთხრა ერთი კონკრეტული რამ, რაც მათ დაიცავთ – ეს არის თქვენი ხმაური, აქტიურობა, მოქმედება. ნებისმიერი პოსტი, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი უკმაყოფილო სიტყვა, რომელსაც დაწერთ, ნებისმიერი მხარდაჭერა, რომელსაც დაწერთ, ეხმარება ამ ბიჭებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომენტამდე როდესაც იქნება გამოცხადებული აქცია, გარწმუნებთ, თუ გაივსება ქუჩა, ეს ბიჭები იქნებიან დაცულები. თუ გაივსება ქუჩა და ბევრი ადამიანები გამოვლენ, ვერ გაბედავენ ეს მხდალი ადამიანები ამის გაკეთებას.
მეორე – მივმართავ ბადრაგებს, ოფიცრებს, რომლებიც მუშაობენ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში. მე ვიცნობ, პირადად ვიცნობ ძალიან კეთილსინდისიერ, პროფესიონალ, გულიან ადამიანურ ოფიცრებს. მოგმართავთ თქვენ, გთხოვთ, ვიცი, რომ თქვენთვის ეს მტკივნეულია, ვიცი, რომ ეს თქვენ გცხებთ ჩირქს სრულიად დაუმსახურებლად – ამიტომ გთხოვთ, თქვენც ამოიღეთ ხმა. დირექტორებო, თანამშრომლებო, ამოიღეთ ხმა. ნუ იქნება ეს საჯაროდ, თუ ამის გეშინიათ, ერთმანეთში შეთანხმდით, ამოიღეთ შიგნით სისტემაში ხმა და მოითხოვეთ ამ ჯალათების გაგდება სისტემიდან.
მესამე – ლევან იოსელიანი წოდებული სახალხო დამცველად, იქით დასაცავია. დღეს რაც არ უნდა სტატუსი ჰქონდეს მას ფორმალური, არის ერთადერთი ინსტიტუტი და ადამიანი, რომელსაც შეუძლია მუდმივად ციხეში შესვლა. ადგეს, დააძალეთ, კეთილი ინებოს, დააწესოს მორიგეობა და არცერთი წუთი ბიჭები არ დატოვოს მარტო – იმიტომ რომ ყოველი წუთი დატოვებული ისინი მარტო არიან ისინი პროვოკაციების და ძალადობის საფრთხის ქვეშ. მათ აქვთ დასაბუთებული განცდა, რომ რაღაც მოუვათ და აუცილებლად მოუვათ, თუ მოვადუნებთ ყურადღებას. ამიტომ, ადგეს იოსელიანი, რა უნდა ოფისში, როდესაც ადამიანები ასეთი საფრთხის ქვეშ არიან?! ყველა მათი თანამშრომელი აბრძანდეს, შებრძანდეს და აბსოლუტურად ყველა პატიმარმა დაინახოს მათი მხარდაჭერა.
მეოთხე – დიდი მადლობა ადვოკატებს, რომლებიც აქტიურობენ, შედიან და მინდა ვთხოვო დანარჩენ ადვოკატებსაც, რომ მეტია საჭირო. დავაწესოთ მორიგეობა ამ ციხეში – დღის 6 საათამდე მაინც შეძლებთ, რომ იქ იყოთ, ესაუბროთ პატიმრებს და ბადრაგებმაც, ამ მოძალადე ჯალათებმა დაინახონ, რომ ისინი მარტო არ არიან.
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, პატიმრები არიან დღეს მძევლები და მათ თავის დაცვა, თუ ჩვენ ეს 4 პუნქტი არ გავაკეთეთ, არ შეუძლიათ თავად”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.


