ადვოკატს პატიმარ დავითაძესთან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერები დაახევინეს: საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მათი ორგანიზაციის ადვოკატი, რომელიც ციხეში პატიმარ გიორგი დავითაძეს (რომელმაც ბადრაგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა) შეხვდა, იძულებული გახადეს, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.

არასამთავრობო ორგანიზაცია ამ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას.

„დღეს საიას ადვოკატი უფლებადაცვითი საქმიანობის ფარგლებში პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა პატიმარ გიორგი დავითაძესთან შესახვედრად. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გ. დავითაძე მიუთითებს პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან მის გაუპატიურებაზე. შესაბამისად, საია, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაცია, პატიმარს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, დაწესებულების დატოვებისას, ადვოკატს არ მისცეს პატიმართან შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის უფლება.

საია აღნიშნულ ქმედებას აფასებს როგორც საადვოკატო საქმიანობაში ჩარევას, ორგანიზაციის უფლებადაცვითი საქმიანობის ხელშეშლას და პატიმრისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დახმარების გაწევის დაბრკოლებას. ადვოკატის საქმიანობის თავისუფლება, დამოუკიდებლობა და მასში ჩაურევლობა საქართველოს კანონმდებლობით დაცული პრინციპებია.

პატიმრის ადვოკატთან შეხვედრის უფლება არ შემოიფარგლება მხოლოდ შეხვედრაზე დაშვებით. იგი გულისხმობს სამართლებრივი დახმარების რეალურად მიღების შესაძლებლობას, რისთვისაც ადვოკატს უნდა შეეძლოს კლიენტისგან მიღებული ინფორმაციის დოკუმენტირება და შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის გამოყენება. შეხვედრისას გაკეთებული ჩანაწერების გატანის აკრძალვა ამ შესაძლებლობას უშუალოდ აფერხებს და გაუმართლებლად ზღუდავს.

მომხდარი განსაკუთრებით საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ ადვოკატის შეხვედრა უკავშირდებოდა პატიმრის განცხადებებს შესაძლო მძიმე სექსუალური ძალადობის შესახებ. ასეთ გარემოებებში სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ეფექტიანი გამოძიება და არ შექმნას დაბრკოლებები ინფორმაციის დოკუმენტირებისა და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გამოყენებისთვის.

საიას ადვოკატი ჯუმბერ ქათამაძე რამდენიმე საათის განმავლობაში იყო დაყოვნებული პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც იძულებული გახდა, დაეხია საკუთარი ჩანაწერები და მხოლოდ ამის შემდეგ დაეტოვებინა დაწესებულება.
საია მოითხოვს:
საქართველოს სახალხო დამცველისგან – დაუყოვნებლივ შეისწავლოს შემთხვევა, როგორც უფლებადაცვითი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელების, ისე პატიმრის სამართლებრივი დახმარებისა და კონფიდენციალური კომუნიკაციის გარანტიების დაცვის კუთხით და ყურადღება მიაქციოს პატიმრის უსაფრთხოებასა და შესაძლო ზეწოლის რისკებს;

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისგან – მოახდინოს დროული და ქმედითი რეაგირება ადვოკატის პროფესიული უფლებების დასაცავად და შესაბამისი ორგანოების წინაშე დააყენოს მსგავსი შეზღუდვების აღკვეთის საკითხი;

პროკურატურისგან – დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლის გარემოებები.

აღსანიშნავია, რომ საიას წარმომადგენლები შესაბამისი რეაგირების მისაღებად ცდილობდნენ სახალხო დამცველთან დაკავშირებასაც. ამასთან, ისინი ესაუბრნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს და მიაწოდეს ინფორმაცია მომხდარის შესახებ მაშინ, როდესაც ადვოკატი ჯერ კიდევ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პატიმრის უფლებების დაცვა ვერ იქნება დამოკიდებული იმ უწყების ნებართვაზე, რომლის თანამშრომლების ქმედებებზეც იგი ჩივის. დამოუკიდებელი სამართლებრივი დახმარება და ადვოკატთან ურთიერთობის კონფიდენციალურობა უფლებების დაცვის აუცილებელი გარანტიებია და არა ადმინისტრაციის შეხედულებისამებრ დასაშვები პრივილეგია.

აქვე განვმარტავთ, რომ საია პატიმარ გ. დავითაძის საქმესთან მიმართებით განხორციელებული დოკუმენტირების შესახებ უახლოეს პერიოდში მიაწვდის საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას“ – აცხადებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.

პოპულარული

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის...

FT: ტრამპი ცდილობს, უკრაინის საკითხზე „სამშვიდობო შეთანხმებას“ წლის ბოლომდე მიაღწიოს

Financial Times-ის წყაროების ინფორმაციით, თეთრი სახლი ყველა ღონეს ხმარობს,...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო...

„პუტინი და სი ჩვენთვის მეგობრები არ არიან“-როგორ გამოეხმაურნენ დასავლეთში შენჟენში ტრამპის სამიტს

ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების ისტორიაში...

პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის...

ყველა ამბავი

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავაერთიანოთ ერი.როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? – მეუფე იობი

"როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაპირისპირება? ჩვენ ვერ ვიქნებით ვინმესთან დაპირისპირებული - არც პოზიციასთან და არც ოპოზიციასთან. ჩვენ უნდა გავაერთიანოთ...

სუროგაციის აკრძალვა იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი – პატრიარქი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ, ქადაგებისას საქართველოში სუროგაციის აკრძალვის გეგმაზე ისაუბრა. პატრიარქის თქმით, სუროგაციასთან დაკავშირებულია არაერთი ძალიან მძიმე ცოდვა...

ბედნიერები ვართ, ეკლესიასთან ერთიანობით შეგვიძლია ვიზრუნოთ ჩვენს ქვეყანაზე – კობახიძე

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბედნიერია, რადგან ეკლესიასთან ერთიანობით ზრუნავენ ქვეყანაზე."გილოცავთ წმინდა...

შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს..ყველა ვართ გარეთ საჭირო – ნიკოლოზ ჯავახიშვილი

"შეწყალების თხოვნით არ მიმიმართავს.. ყველა ვართ გარეთ საჭირო.არავინ არ ვართ ციხეში საჭირო " - ამბობს რეჟიმის პატიმარი, ნიკოლოზ ჯავახიშვილი...

დემოკრატები წარმომადგენელთა პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე მეტ ადგილს იკავებენ

აშშ-ის დემოკრატიული პარტია წარმომადგენელთა პალატის 435 ადგილიდან სულ მცირე 258-ს მიიღებს. ამით პარტიას პალატაში 1992 წლის შემდეგ ყველაზე დიდი...

საპატიმრო აქციებზე დაკავებულმა დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმაც დატოვეს

2024 წლის საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა კიდევ ორმა მსჯავრდებული, დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი თავისუფლები არიან. მათ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის...

დიმერში ხუთსართულიან სახლზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-ს გადასცდა

კიევის ოლქის დასახლება დიმერში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოასვენეს, განაცხადა...

აქციების დროს დაკავებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ანრი კვარაცხელია, გიორგი მინდაძე თავისუფლები არიან - მათ გლდანის ციხე უკვე დატოვეს.ნიკოლოზ ჯავახიშვილი პირველებთან ამბობს, რომ მას...

ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დამტკიცებულია ჰიპოთეზა, რომელსაც მათემატიკოსები 170 წელი ვერ ამტკცებდნენ

Anthropic-ის თანამშრომელი და მათემატიკოსი ლევენტ ალპიოგე აცხადებს, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით რიმანის ცნობილი ჰიპოთეზა დაამტკიცა. ეს პრობლემა მათემატიკოსებს თითქმის...

ბენღაზიში გაჩერებულ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქებები მოხდა. ლიბიის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ მას დრონებით დაესხნენ თავს

აღმოსავლეთ ლიბიის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქალაქ ბენღაზის მახლობლად მდებარე პორტში რუსულ სამხედრო ხომალდზე აფეთქება მოხდა. სავარაუდოდ, მიზეზი დრონებით თავდასხმა...

ირაკლი კირცხალია – საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მივიღეთ

ქართულმა ოცნებამ საქართველოში სუროგაციის აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ...

უელსის პრინცესამ დოკუმენტურ ფილმში კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე ისაუბრა

„კიბო ადამიანს ნამდვილად ცვლის“, — უელსის პრინცესა კეტრინი თავის ავადმყოფობასთან ბრძოლის გამოცდილებაზე BBC-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში საუბრობს. ფილმს „Heal“...