რუსეთის რიაზანის ოლქის ქალაქ სასოვოში, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმის შედეგად, ტექნოლოგიური გიგანტის, Yandex-ის მონაცემთა ცენტრში ხანძარი გაჩნდა. კომპანიის პრესსამსახურის ოფიციალური განცხადებით, ინციდენტმა დააზიანა ინფრასტრუქტურის ნაწილი, რის გამოც ობიექტის მუშაობა სრულად იქნა შეჩერებული. ადგილზე შესაბამისი სამსახურები ხანძრის შედეგების ლიკვიდაციაზე მუშაობენ; შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ცენტრი განთავსებულია ჩარხმშენებელი ქარხანა „სასტას“ ყოფილ სამრეწველო კომპლექსში, რომელიც რუსულ სამხედრო-სამრეწველო სექტორს ამარაგებს და საერთაშორისო სანქციების ქვეშაა. აღნიშნულ ბაზაზე განთავსებულია Yandex-ის სამი სუპერკომპიუტერიდან ორი — „ლიაპუნოვი“ და „ჩერვონენკისი“.
მონაცემთა ცენტრის გათიშვამ პრობლემები შეუქმნა Yandex Cloud-ის ინფრასტრუქტურასა და მასზე დამოკიდებულ პარტნიორ კომპანიებს, რის გამოც მომხმარებლები ღრუბლოვანი სერვისების შეფერხებაზე ჩივიან. პარალელურად, დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა «Вёрстка»-მ შეამჩნია, რომ ინციდენტის შემდეგ Yandex-მა თავის სატელიტურ რუკებზე (Yandex Maps) სასწრაფოდ დაბლარა და დამალა ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ოთხივე მსხვილი მონაცემთა ცენტრის ლოკაცია. მოსკოვის საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით დაეცა


