უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უკრაინა გააფრთხილა, რომ შესაძლოა აშშ-მა მასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება შეწყვიტოს, თუ უკრაინული ძალები რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შორი მოქმედების დრონებით თავდასხმებს არ შეწყვეტენ.
NPR-სთან ინტერვიუში, ჰკითხეს, მიიღეს თუ არა მათ გაფრთხილება აშშ-დან, რაზეც ზელენსკიმ უპასუხა: „მათ ეს ჩემს გენერლებს უთხრეს და არა მე“.
„მაგრამ, გულახდილად რომ ვთქვა, მივიღეთ თუ არა შეტყობინება, რომ ეს [სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება] შეიძლება შეწყდეს? დიახ, ჩემმა გენერლებმა მითხრეს, რომ სამხედრო პირების დონეზე მათ ეს ინფორმაცია მიიღეს. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ ეს შეიძლება შეწყდეს”, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ უარყო ტრამპის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ დიზელის საწვავზე ფასების ზრდაში უკრაინაა დამნაშავე.
„მსოფლიოში ადამიანებმა უმეტესწილად იციან, რატომ გაიზარდა ფასები ნებისმიერი სახის ენერგორესურსზე, მათ შორის დიზელზე. ჰორმუზის გამო. დიახ, ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო“, – განაცხადა ზელენსკიმ.


