ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უკრაინის კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა. მან ვოლოდიმირ ზელენსკის ქმედებებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკისადმი ღია პროტესტი უწოდა.

ლავროვის თქმით, კიევი უარს ამბობს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ენერგეტიკულ შეთანხმებებთან შეგუებაზე და სანაცვლოდ იარაღს ითხოვს:

„ბატონმა ზელენსკიმ უკვე არაერთხელ განაცხადა, ნუ მოაბეზრებენ თავს ამ დიზელის გარიგებით და სჯობს მისცენ Patriot-ის სისტემების რაკეტები, რომელიც მას სჭირდება რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების გასაგარძელებლად“ – თქვა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ზელენსკის ეს რიტორიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება თეთრი სახლის პოზიციას, რომელიც მხარს უჭერს ენერგეტიკულ გარიგებას და უკრაინას რუსულ ობიექტებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ლავროვის მტკიცებით, უკრაინის პრეზიდენტის მიდგომა მხოლოდ საკუთარ ინტერესებზეა მორგებული.

„ზელენსკი თვლის, რომ მთელი მსოფლიო მის წინაშე ვალშია, მაგრამ თავად არავის წინაშე არაფრის ვალში არ არის და არ არის მზად ჩაერთოს რაიმე კონსტრუქციულ ქმედებაში, რომელიც ნამდვილად სამართლიანი და თანასწორი იქნება“ – ამბობს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

რაც შეეხება უკრაინაში შესაძლო საარჩევნო პროცესსა და ფრონტზე არსებულ ვითარებას, ლავროვმა კატეგორიულად გამორიცხა ზავის დადება, რადგან მიიჩნევს, რომ კიევი ამას ძალების მოსაკრებად გამოიყენებს.

„ბატონმა ზელენსკიმ უკვე ნათლად განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული არჩევნებით, რადგან მან აშკარად მიუღებელი პირობები დააწესა. არანაირი ცეცხლის შეწყვეტა იმისთვის, რომ მას კვლავ გონზე მოსვლის და იარაღით მომარაგების საშუალება მიეცეს, არ იქნება“ – თქვა ლავროვმა. პრესკონფერენციის დასასრულს კი დასძინა, რომ თუ დასავლეთი და უკრაინა რეალურ წინადადებებზე უარს იტყვიან, საკითხი სამხედრო გზით გადაწყდება: „ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი ჩვენი შეიარაღებული ძალების მოქმედებების საფუძველზე გადაწყდება“.

პოპულარული

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე “ქართული ოცნება” არ მიიწვიეს – Euroscope

ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე, რომელიც  ბრიუსელში, 15-16 ნოემბერს გაიმართება,  ქართული...

აშშ-ის ისტორიაში პირველად — სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში გადაცემა იგეგმება

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

ყველა ამბავი

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს."14–15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვის...

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი" - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს...

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“: ოპოზიციის ალიანსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - ოპოზიციის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და 25 ოქტომბერს დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყებას,...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, მუშები კი ღამით სტიქიის ზონაში ჩარჩნენ. ქალაქის...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.„აკრძალვა მოხსნილია. ...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს....

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ  უკრაინის პრეზიდენტის არჩევა...

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...