მუქარის ბრალდებით დაკავებულ ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა.
ელიზბარაშვილს 9 თვე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობითად, 1 წლის გამოსაცდელი ვადით, ასევე, დამატებით დაენიშნა ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
“მე ვხვდები, რაც ვთქვი, მუქარა იყო, რა თქმა უნდა, დავემუქრე. რა ბრალიც წამიყენა პროკურატურამ, ვაღიარებ. მე არ ვარ იურისტი და და თუ ჩემი ქმედება სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა, არ ვიცოდი“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე თამაზ ელიზბარაშვილმა


