უკრაინელებმა, რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით იერიში მიიტანეს. როგორც ცნობილია,დარტყმების შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა და იწვის რეზერვუარების პარკი.
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ადგილობრივი ოპერატიული შტაბი ხანძრის ფაქტს ადასტურებს. აფიპსკის ქარხანა, რომელიც წელიწადში 9 მილიონ ტონაზე მეტ ნავთობპროდუქტს ამუშავებს და რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს დიზელითა და ბენზინით ამარაგებს, უკრაინის თავდაცვის ძალების სამიზნე 2025 წლიდან უკვე ათზე მეტჯერ გახდა.


