დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით, რუსეთი ომის დასრულებამდე ხიდის აღდგენას ვერ შეძლებს.

რა დაზიანებები მიიღო ხიდმა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ დრონების თავდასხმის შედეგად „კონსტრუქცია დაზიანდა“. უკრაინა და დამოუკიდებელი ექსპერტები კი ამბობენ, რომ დარტყმა განხორციელდა არა მხოლოდ დრონებით, არამედ რაკეტებითაც, მათ შორის — „ფლამინგოთი“.

„ეს [დარტყმის ვიდეო] შეესაბამება უკრაინაში წარმოებულ მძიმე ფრთოსან რაკეტებს FP-5 „ფლამინგო“, რომლებიც, შესაძლოა, დისტანციური მართვისთვის იყო მოდიფიცირებული, რათა ფრენის ბოლო ეტაპზე სიზუსტე გაზრდილიყო და ქერჩის ხიდის მზიდ კონსტრუქციებზე მოხვედრა უზრუნველყოფილიყო“, – ამბობს თავდაცვის კვლევების სამეფო გაერთიანებული ინსტიტუტის ექსპერტმა ჯასტინ ბრონკმა.

უკვე პირველი დარტყმის შედეგად, ორშაბათს, 16 ნოემბერს, საავტომობილო ხიდის ფოლადის თაღმა სტრუქტურული დაზიანებები მიიღო, აღნიშნა X-ზე ღია წყაროებზე დაფუძნებული სადაზვერვო ანალიზის პროექტის, Black Bird Group-ის, თანადამფუძნებელმა და ანალიტიკოსმა ემილ კასტეჰელმიმ.

მისი შეფასებით, სამშაბათს განხორციელებულმა კომბინირებულმა დარტყმამ „სრული ჩამოშლა“ გამოიწვია.

სარკინიგზო ხიდის დაზიანების მასშტაბის შეფასება უფრო რთულია. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, სამშაბათს დღისით ერთ ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობა უკვე აღდგა.

ვიდეოს მიხედვით, საავტომობილო ნაწილის ერთ-ერთი თაღი აღარ არის, გზის სავალი ნაწილის მონაკვეთი კი წყალში აღმოჩნდა. „პარალელურად მდებარე სარკინიგზო თაღოვანმა კონსტრუქციამ ჩამოშლას გაუძლო, თუმცა, შესაძლოა, ისიც დაზიანდა“, — მიიჩნევს BBC-ის რუსული სამსახურის სამხედრო მიმომხილველი ილია აბიშევი.

ის აღნიშნავს, რომ თაღი ხიდის მხოლოდ დეკორატიული ნაწილი არ არის: ის დატვირთვების გადაცემაში მონაწილეობს და მალის კონსტრუქციას ამაგრებს, რითაც მთელი სისტემის მდგრადობას უზრუნველყოფს.

ზიანის შეფასება

ხიდის მთავარი მალის დაზიანება შეიძლება „კატასტროფულად“ შეფასდეს, განაცხადა ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის სამშენებლო კონსტრუქციების ინჟინერიის პროფესორმა კოლინ კაპრანიმ.

„იმის გასაგებად, რას ნიშნავს ეს, კონსტრუქციულ ინჟინერიაში სამეცნიერო ხარისხი არ გჭირდებათ! ის მთლიანად განადგურებულია“, — განმარტა სპეციალისტმა. ასეთ ვითარებაში ხიდის შეკეთება ნულიდან აშენებაზე რთული იქნება — წყლის ქვეშ არსებული მრავალრიცხოვანი ნამსხვრევებისა და იმ ზიანის გამო, რომელიც ჩამოშლისას შესაძლოა საყრდენებსა და საძირკველს მიადგა.

კაპრანი არ გამორიცხავს, რომ შეკეთების დაწყებამდე ზოგიერთი გადარჩენილი კონსტრუქციის მთლიანად დემონტაჟი გახდეს საჭირო. ხიდის აღდგენას მრავალი თვე დასჭირდება.

„ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ იქნება შესაძლებელი ასეთი რეკონსტრუქცია ადგილზე, რომელიც შემდგომი დარტყმებისთვის ადვილად მისაწვდომია, სანამ საბრძოლო მოქმედებები გრძელდება“, — ასკვნის პროფესორი.

Black Bird Group-ის ანალიტიკოსი ემილ კასტეჰელმიც მიიჩნევს, რომ ომის დასრულებამდე საავტომობილო ხიდის აღდგენა ვერ მოხერხდება. „უკრაინამ გამარჯვებას მიაღწია — როგორც კონკრეტული, ისე სიმბოლური შედეგებით“, — წერს ის.

თუმცა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დმიტრი პესკოვმა პირობა დადო, რომ ყირიმის ხიდი აღდგება. „განისაზღვრება აღდგენითი სამუშაოების თანმიმდევრობა და ვადები. ეჭვგარეშეა, რომ ხიდი აღდგება და წინანდელზე უკეთესიც იქნება“, — განაცხადა მან.

შედეგები ნახევარკუნძულის მომარაგებისთვის

ვიცე-პრემიერმა მარატ ხუსნულინმა და ტრანსპორტის მინისტრმა დმიტრი იადროვმა განიხილეს არა მხოლოდ აღდგენის ვადები და „ზიანის შესაფასებლად და სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად აუცილებელი ზომები“, არამედ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიული მარშრუტებიც“.

„ყირიმის სრულ ბლოკადაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა სერიოზული სატრანსპორტო-ლოგისტიკური კრიზისის რისკი შესამჩნევად გაიზარდა“, — აღნიშნავს ილია აბიშევი. ტერაქტების საფრთხის გამო ყირიმის ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა 2026 წლის იანვრიდან აკრძალული იყო.

რუსეთს რჩება სახმელეთო დერეფანი ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული რაიონების გავლით, ქერჩის სრუტეზე საბორნე გადასასვლელი და ყირიმის ზღვით მომარაგების შესაძლებლობა.

თუმცა ყველა ეს გზა უკრაინული დარტყმების მიმართ მოწყვლადია, საზღვაო გზის გამოყენებას კი ართულებს ის გარემოება, რომ ხიდის ნამსხვრევებს შესაძლოა სანაოსნო არხი ჩაეხერგა. სამხედრო მიმომხილველების შეფასებით, ეს დიდი გემების მოძრაობას აფერხებს და დამატებით პრობლემას უქმნის აზოვის ზღვის პორტებს — მარიუპოლსა და ბერდიანსკს.

ნაოსნობის უსაფრთხოებაზე სპეციალიზებულ კომპანია Ambrey-ში Financial Times-ს განუცხადეს, რომ საავტომობილო თაღი ქერჩ-ენიკალეს არხში ჩავარდა. ეს აზოვისა და შავ ზღვებს შორის ყველაზე ღრმაწყლოვანი სანაოსნო გზაა. ხიდის ნამსხვრევების გამო სავაჭრო გემები მის გამოყენებას ვერ შეძლებენ, რაც კიდევ უფრო დააზარალებს მარცვლეულის, საწვავისა და სასუქების ექსპორტს.

კომპანია „სოვეკონის“ დამფუძნებელი და აგროსამრეწველო სექტორის სპეციალისტი ანდრეი სიზოვი წერს, რომ თაღის ჩამოშლამდე, ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, რუსეთიდან მარცვლეულის მიწოდების საკმაოდ სწრაფად აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა. „ახლა უკვე ვეღარ“, — აღნიშნავს ის: ჯერ ქერჩ-ენიკალეს არხის ნამსხვრევებისგან გაწმენდა გახდება საჭირო.

„არხი ხიდის თაღოვანი ნაწილის ქვეშ გადის და აზოვისა და შავ ზღვებს შორის ერთადერთი სანაოსნო გზაა“, — განმარტავს სიზოვი. მისი კომპანიის შეფასებით, ჩვეულებრივ, აზოვის ზღვაზე რუსული მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით 25% მოდის. თავდასხმების ფონზე რეგიონში ნაოსნობა მიმდინარე წლის ივლისში შეჩერდა.

მისი შეფასებით, არხის გაწმენდას შესაძლოა რამდენიმე კვირა ან თვე დასჭირდეს.

პოპულარული

მაკრონი: უკრაინისთვის დახმარების შეზღუდვა ახალ ომს გამოიწვევს

კიევისთვის დახმარების შეზღუდვის მომხრეებს „სურთ, უკრაინას უსამართლო მშვიდობა აიძულონ“,...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს, სიმართლე არ დაინახოს – მათიკაშვილი

კომიკურ მდგომარეობაში მყოფი ბრიუსელის ბიუროკრატია ცდილობს, თვალებზე ხელი აიფაროს,...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

გარდაცვლილი სტიქაროსანის საქმეზე, 2 წლის შემდეგ, პოლიციის თანამშრომლები დააკავეს

23 წლის გარდაცვლილი სტიქაროსნის, თემურ ხადურის საქმეზე 2 წლის...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე...

ყველა ამბავი

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...

ნაცნობს ქილერის მოძიება დაავალა ყოფილი მეუღლის მოსაკლავად – დაკავებულია 1 პირი

შსს-ს ცნობით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა მამაკაცმა, განქორწინების შემდეგ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ყოფილი მეუღლის შეკვეთით მკვლელობა განიზრახა. დანაშაულებრივი...