პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, მაგრამ მის მიერ მიღებულ კანონებს, დიახ, ვასრულებ! – გვარამია

ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის – ყაველაშვილს ჰყავს ხალხიც შეწყალებული, არ მიმაჩნია, რომ ისინი არალეგიტიმურად შეიწყალეს და უკან უნდა შებრუნდნენ ციხეში, იმიტომ, რომ ყაველაშვილი არ არის ლეგიტიმური , – ასე უპასუხა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეკითხვას, სახელმწიფო ორგანოებისა და ინსტიტუციების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით.

„ცალ-ცალკე ორგანოების წამოყოლას არ ვაპირებ, ალბათ, საკონსტიტუციო სასამართლო გაინტერესებთ… პარლამენტს არ მივიჩნევ ლეგიტიმურად, რაც ჩემი პოლიტიკური შეფასებაც არის. ლეგიტიმაცია არ არის მხოლოდ სამართლებრივი ნაწილი, არის უმთავრესად პოლიტიკური. ვაღიარებ თუ არა ჩემს მთავრობად? – ეს არანაირად არ უკავშირდება იმას, ვასრულებ თუ არა კანონებს, მათ შორის, მათ მიერ მიღებულსაც. ეს ერთმანეთთან კავშირში არაა, თუმცა დიახ, ვასრულებ და დიახ, არ ვაღიარებ. არ მგონია, რომ ამ საკონსტიტუციო სასამართლოში რომელიმე წევრი იყოს არჩეული ამ პარლამენტის მიერ. ეს ფორმალური საფუძველიც მაქვს, რომ არ დავუკავშირო ეს პარლამენტი, ამ სასამართლოს. ვეთანხმები, მიმაჩნია თუ არა სამართლებრივად და ა.შ. ეს მეორე საკითხია. მე არ ვეთანხმები ბევრ გადაწყვეტილებას, მათ შორის განსაკუთრებულად საერთო სასამართლოებისას გადაწყვეტილებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვემორჩილები. ეს სხვადასხვა რამეა.ის, რომ, როგორც იურისტსაც მქონდეს ჩემი დამოკიდებულება მათ შორის, უკიდურესად ნეგატიური კონკრეტული სასამართლოების მიმართ, ეს განსხვავებული საკითხია. როგორც პოლიტიკოსი მიმაჩნდეს, რომ სასამართლო არის მმართველი რგოლის გაგრძელება, ესეც ჩემი პოლიტიკური შეფასების საკითხია.მგონია, რომ ლეგიტიმაციის საკითხი მოსარჩელეს არ ესმის იმგვარად, როგორიც არის დოქტრინასა და სამართლებრივ წარმოებებში, სხვადასხვა ქვეყნის სასამართლოებისა და ევროპის სასამართლოს მიერ. ეს არის უმეტესწილად, პოლიტიკური საკითხი, ამიტომ ვერ გახდება წინაპირობა კონსტიტუციით განსაზღვრული მკაფიოდ სამართლებრივი საკითხისა, რომელიც კონსტიტუციური წყობილების დამხობას უკავშირდება. კვლავ გავიმეორებ, ხელისუფლება არ არის სახელმწიფო და არც მისი კონსტიტუციური წყობილება.[…]

პრეზიდენტის არჩევის პროცედურები დარღვეულია და კი, ეს პრეზიდენტი, ჩემთვის, როგორც ამ პარლამენტის მიერ ნომინირებული და არჩეული, ლეგიტიმური პირი არ არის. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს, მის მიერ დანიშნული მოსამართლის შემადგენლობით ვაღიარებ თუ არა და მის წინაშე გამოვალ თუ არა, ესეც ჩემი გადაწყვეტილებაა. მე ყველა სასამართლოს წინაშე წარვდექი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პრობლემატურია ჩემთვის სასამართლო ხელისუფლების საკითხი. არალეგიტიმურად არა, მაგრამ მივიჩნევ მძიმედ დაზიანებულად. მიუხედავად ამისა, ყველა ჩემ თუ პარტიის საქმეზე, სასამართლოს წინაშე წარვდექი და მგონი ჩემს დამოკიდებულებას ამით ხაზს ვუსვამ. დიახ, არ მიმაჩნდა ლეგიტიმურად კომისია, რომელიც შეიქმნა და ამიტომ არ მოვედი! კომისია საერთოდ ანტიკონსტიტუციურად მიმაჩნია და დავასაბუთე.

ლეგიტიმურობა არალეგიტიმურობის საკითხი აბსოლუტურად არარელევანტურია პარტიების გაუქმების საკითხთან. ეს არ უდრის კანონების არ აღიარებას და საქართველოს კანონების შეუსრულებლობას, სხვადასხვა მოვლენაა საერთოდ. საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას შეუძლია, და ასეც არის ჩემი შეფასებით, ეს ხელისუფლება საკუთარ ხელისუფლებად არ აღიაროს, მაგრამ მის მიერ მიღებული კანონები შეასრულოს“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

პოპულარული

ღარიბაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევაზე გამოძიების დაწყების საფუძველი არ არსებობს – პროკურატურა

პროკურატურა აცხადებს, რომ 16 ნოემბერს გამომძიებელი მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს...

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში)...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

მეტროს ვაგონების რემონტისთვის გამოყოფილი 41 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით ოთხი პირი დააკავეს

მეტროს ვაგონების ნაწილების ხელოვნურად გაძვირებული იმპორტი, ყალბი დოკუმენტები და...

ყველა ამბავი

დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე – ზიანს მთლიანად ანაზღაურებს კომპანია – საბურთალოს რაიონის გამგებელი

GWP-ის ცენტრალურ მილზე ავარიის შედეგად დაზიანდა 24-მდე მანქანა, დაზარალდა 8 ოჯახამდე, - ამის შესახებ საბურთალოს რაიონის გამგებელმა გიზო ვასაძემ...

“ძილის დროს ბავშვებს თავზე ბალიშებს აფარებენ და ისე აძინებენ” – წალკის  საბავშვო ბაღშიბავშვების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  გამოძიება სისხლის სამართლის...

ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან – მათიკაშვილი

ჩვენ ჰაერიდან არ მოგვიტანია ევროკავშირის შედარება საბჭოთა კავშირთან - ამ რელსებზე გადადის ევროკავშირის ბიუროკრატია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო...

ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ, ვახო სანაიამ მცხეთის იზოლატორი დატოვა

ვახო სანაიამ დღეს, 18 ნოემბერს, ერთთვიანი პატიმრობის შემდეგ მცხეთის იზოლატორი დატოვა. ჟურნალისტი ფეისბუკზე დაწერილი 2 პოსტისა და ვიდეოს გამო,...

GWP წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალს სრულად აუნაზღაურებს – კალაძე

საბურთალოზე, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე კომპანია GWP  წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ - ამის შესახებ თბილისის მერმა...

სლოვაკეთში რობერტ ფიცოსა და კრემლთან მისი კავშირების წინააღმდეგ აქციები გაიმართა

სლოვაკეთში 1989 წლის ხავერდოვანი რევოლუციის დაწყების 37-ე წლისთავისადმი მიძღვნილი აქციები გაიმართა. დემონსტრანტები კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევასა და რობერტ ფიცოს...

“აივანზე “ტენტების” მონტაჟისთვის ავანსად ₾24 000 გამოართვა და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა” – დააკავეს 1 პირი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს."დადგინდა, რომ მოქალაქემ აივანზე ე.წ. ტენტების შეცვლისა და მონტაჟის სერვისის...

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი კავშირები რუს მილიარდერებთან. სანქციებთან დაკავშირებული რისკების მიუხედავად, ბანკი წლების განმავლობაში...

ღამით მანქანის ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა – შსს

სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ზღვარი 80-დან 100 დეციბალამდე გაიზარდა. შსს-ს ცნობით, ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა."რეგულაციის...

გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შედეგებთან ადაპტირება. ამის შესახებ მან, შენჟენში, აზია-წყნარი...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...