ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციას“ ამზადებს

ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციის“ მომზადებასა და მიღებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ანდრის კულბერგსის ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა და 17 ნოემბერს მთავრობის ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. ხუთშაბათს, 19 ნოემბერს, დოკუმენტზე ყურადღება გამოცემა Delfi-მ გაამახვილა.

ამ დეკლარაციით ხელისუფლებას სურს, შექმნას სამართლებრივი საფუძველი საზოგადოებრივ სფეროში რუსული ენის გამოყენების შესაზღუდად. ჯერჯერობით დაკონკრეტებული არ არის, რა ზომების მიღება შეიძლება და როგორ აპირებენ მათ კანონმდებლობაში ასახვას. თუმცა აღნიშნულია, რომ დოკუმენტში გათვალისწინებული უნდა იყოს მეცნიერთა, მათ შორის ისტორიკოსებისა და სოციოლინგვისტების, რეკომენდაციები.

დეკლარაციის მიზანი ასევე იქნება ლატვიური ენის, როგორც ქვეყნის ერთადერთი სახელმწიფო ენის, პოზიციების განმტკიცება. მთავრობა გეგმავს, გააფართოოს მისი გამოყენება საზოგადოებრივ ცხოვრებაში, საინფორმაციო სივრცესა და სამუშაო ადგილებზე. ხელისუფლება ცალკე პირობას დებს, მხარი დაუჭიროს მედიასაშუალებებსა და სხვა გამოცემებს, რომლებიც მასალებს მხოლოდ ლატვიურ ენაზე აქვეყნებენ.

რუსული ენა ლატვიაში და ქვეყნის ახალი მთავრობა

Delfi აღნიშნავს, რომ ლატვიის ახალ მთავრობაში შემავალი პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“, ვებსაიტზე უკვე გამოქვეყნებულია „დერუსიფიკაციის დეკლარაციის“ პროექტი, რომელიც, გამოცემის ვარაუდით, მთავრობის დოკუმენტის საფუძველი გახდება. პროექტში ნათქვამია, რომ საბჭოთა ხელისუფლება მიზანმიმართულად ატარებდა პოლიტიკას, რომლის მიზანიც ლატვიური ეროვნული იდენტობისა და ლატვიური ენის პოზიციების შესუსტება იყო. დოკუმენტის პროექტში აღნიშნულია, რომ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენამ თავისთავად ვერ აღმოფხვრა სსრკ-ის ამ პოლიტიკის ყველა შედეგი. ენობრივი საკითხი ასევე დაკავშირებულია ლატვიის ეროვნულ უსაფრთხოებასა და რუსეთის გავლენასთან.

გარდა ამისა, Delfi სტატისტიკურ მონაცემებს იშველიებს, რომელთა თანახმადაც, ლატვიის 16-დან 74 წლამდე მცხოვრებთა 32,6% სახლში ძირითადად რუსულად საუბრობს. ქვეყნის დედაქალაქ რიგაში ეს მაჩვენებელი 47,2%-ს აღწევს, ხოლო რუსეთის საზღვართან მდებარე ისტორიულ-კულტურულ რეგიონ ლატგალიაში — 53%-ს.

17 ნოემბერს, გვიან საღამოს, ლატვიის სეიმმა პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის ხელმძღვანელობით მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცა. კოალიციაში ორი პარტია შევიდა: არჩევნებში გამარჯვებული კულბერგსის „გაერთიანებული სია“ და „ეროვნული გაერთიანება“. პარლამენტში მათ მხარი დაუჭირეს ასევე ოპოზიციური ფრაქციის, „ლატვია უპირველეს ყოვლისა“, დეპუტატებმა.

პოპულარული

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის...

თელავში შვილმა დედა დაჭრა — ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი ოჯახის წევრის...

გარე ზეწოლა რუსეთისთვის მნიშვნელოვან სტიმულად იქცა – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება...

Reuters: დრონების თავდასხმებმა რუსეთში ნავთობის გადამუშავება 45%-ით შეამცირა

ოქტომბრის ბოლოდან უკრაინული დრონების თავდასხმებმა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებში ნავთობის...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული...

ყველა ამბავი

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – ეძებენ ორს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.ახლა მაშველები...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.  სამძებრო სამუშაოები გრძელდება,...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო " - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ  სამართალდამრღვევად ცნო და 23 და 24...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტია. დეკლარაციის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ რუსეთმა, ჩინეთმა...

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებაზე

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, და წერს,რომ რუსთავი 2-მა, არასწორად გააშუქა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა  გერმანიის საელჩოში."პრესის თავისუფლება და ფაქტებზე...

თუ აუცილებლობა იქნება, 90-ვე ოჯახს დავაბინავებთ – კალაძე ფონიჭალაში აფეთქებაზე

კახა კალაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის 90-ვე ოჯახს დროებით სასტუმროებში გადაიყვანენ, რადგან არსებობს კორპუსის ჩამონგრევის...

ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ Sotheby’s-ზე რეკორდულ ფასად გაიყიდა

ვინსენტ ვან გოგის „აყვავებული წაბლები“ მხატვრის ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი გახდა. აუქციონამდე ნახატის ამჟამინდელმა მფლობელებმა და მისი წინა მფლობელების მემკვიდრეებმა...

არსებობს კორპუსის ნგრევის საფრთხე – აფეთქების მიზეზი და კერა იდენტიფიცირებულია – სულხან თამაზაშვილი

ნგრევის საფრთხე რეალურად არის, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა ჟურნალისტებთან ფონიჭალაში განაცხადა, სადაც აფეთქება მოხდა. აფეთქების...

ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა...