დამწვრობის ცენტრის დირექტორის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, ქვემო ფონიჭალაში, კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.31 წლის კაცს, ვის ბინაშიც მოხდა აფეთქება, ექიმის თქმით, “სხეულის თერმული დამწვრობა აქვს დაახლოებით 87%, სასუნთქი გზების დაზიანება და დამწვრობითი შოკი”.
“უცვლელია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, უმძიმესია. მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ინტენსიური მკურნალობის ფონზე, ინარჩუნებს სტაბილურობას”,- განაცხადა ქაშიბაძემ.


