შინაგან საქმეთა მინისტრის სულხან თამაზაშვილის მოადგილედ თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.
თეიმურაზ კუპატაძე ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა


