Le Monde: თბილისში ათიათასობით პროევროპელი დემონსტრანტი შეიკრიბა

რეპრესიების მიუხედავად, ასობით ადამიანი ყოველდღე გამოდის საპროტესტო აქციებზე მას შემდეგ, რაც 2024 წლის ნოემბერში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა- ასე იწყებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Monde 28 ნოემბრის თბილისის პროტესტთან დაკავშირებით. 

სტატია სრულად:

“შაბათს, 28 ნოემბერს, თბილისში ოპოზიციის ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა. ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მთავრობის გადაწყვეტილებამ, შეეჩერებინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, მასობრივი პროტესტი გამოიწვია. სააგენტო „ფრანს პრესის“ (AFP) ჟურნალისტის ცნობით, ევროკავშირის დროშებით გამოსულმა დემონსტრანტებმა თბილისის მთავარი მოედანი გაავსეს. შეკრებისკენ მათ პროევროპელმა აქტივისტებმა და ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ მოუწოდეს. მთავრობა ამ პარტიების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ცდილობს.

„ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ არ ვნებდებით და არ დავემორჩილებით“, — განაცხადეს აქციის ორგანიზატორებმა შეკრებამდე გავრცელებულ განცხადებაში. დემონსტრანტებმა ახალი არჩევნების ჩატარება და წინა საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლება მოითხოვეს. „მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, უღალატა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, რომელიც თავად ჩაწერა კონსტიტუციაში“, — დასძინეს ორგანიზატორებმა.

საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობა მას შემდეგ გრძელდება, რაც „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა. ოპოზიციამ შედეგები გააპროტესტა და განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდა. ერთი თვის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლამდე შეაჩერებდა. ამ განცხადებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა, რომლებიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაარბია.

რუსეთთან დაახლოება

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წლიდანაა, ქვეყნის რუსეთთან დაახლოებასა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლაში ადანაშაულებს. პარტია ბრალდებებს უარყოფს. მთავრობა აცხადებს, რომ საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა სურს იმისგან, რასაც უცხოეთის ჩარევად და ოპოზიციის მხრიდან ქვეყნის დესტაბილიზაციის სავარაუდო მცდელობებად მიიჩნევს.

ოპოზიციის რამდენიმე წამყვანი ლიდერი დააპატიმრეს. ამავე დროს, ხელისუფლებამ მიიღო კანონები, რომლებიც დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ამკაცრებს.

ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ მმართველი პარტიის მოთხოვნის განხილვა დაიწყო. პარტია ხუთი პროევროპული ოპოზიციური პარტიის აკრძალვას ითხოვს და მათ „კონსტიტუციური წყობის დამხობაში“ ადანაშაულებს. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად ვადა 2027 წლის ივნისამდე აქვს.

ევროპარლამენტმა ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის მცდელობა დაგმო და მიიჩნია, რომ ასეთი ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირს კიდევ უფრო დააშორებდა. ნოემბერში ბრიუსელმა განაცხადა, რომ საქართველო, რომელმაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი 2023 წელს მიიღო, დემოკრატიული უკუსვლის გამო „მხოლოდ სახელით“ რჩება კანდიდატ ქვეყნად.“– წერს Le Monde.

პოპულარული

UEFA-მ ბათუმის მატჩზე დისციპლინური გამოძიება დაიწყო და თურქული მხარის ვერსია უარყო

UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის...

ჰაკან ფიდანი: ბათუმში მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და...

გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს – კობახიძე

უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები,...

ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე ვარ მეორე – კობახიძე

"ბიძინა ივანიშვილი არის პირველი პირი ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მე...

ევროპარლამენტი ბურჭულაძის საქმეს და საქართველოში პოლიტპატიმრების საკითხს განიხილავს

ევროპარლამენტის 25 ნოემბრის დღის წესრიგში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებული...

არც ყულევი, არც ხელისუფლება, არ იმსახურებს არანაირ სანქციას – ვოლსკი

არც ყულევი, არც ერთი ქართული სტრუქტურა, მით უმეტეს, ხელისუფლება,...

ბათუმი არენაზე ბეშიქთაშის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა – პოლიციამ წიწაკის სპრეი გამოიყენა

ბათუმში, თურქეთის საფეხბურთო კლუბ „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის საფეხბურთო კლუბ...

ყველა ამბავი

კიევი მზად არის საბრძოლო მოქმედებები „შეხების ხაზის“ გასწვრივ შეაჩეროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ალ-ჯაზირასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ კიევი მზად არის საბრძოლო მოქმედებები „შეხების ხაზის“ გასწვრივ შეაჩეროს, თუმცა...

მრავალათასიანი პროტესტი თბილისში ივანიშვილის წინააღმდეგ–„საქართველო ევროპაა!“

თბილისში მრავალათასანი საპროტესტო აქცია გაიმართა ქართული ოცნების გადაწყვეტილების 2 წლისთავზე, რომლითაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები შეწყდა. მას შემდეგ...

The Telegraph: ზელენსკიმ ყირიმის ხიდის სრულად განადგურების ბრძანება გასცა

უკრაინა ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილის განადგურებით არ შემოიფარგლება: ზელენსკიმ უკვე გასცა მისი სრულად განადგურების ბრძანება, – წერს The Telegraph....

ზუგდიდის მუზეუმის ყოფილი ხელმძღვანელი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს დადიანების სასახლის ყოფილი ხელმძღვანელი, ანზორ ოყუჯავა.მან დადიანების სასახლის დირექტორის პოსტი დაკავებამდე თვენახევრით ადრე დატოვა, თუმცა მედიაში...

UEFA-მ ბათუმის მატჩზე დისციპლინური გამოძიება დაიწყო და თურქული მხარის ვერსია უარყო

UEFA-მ (ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ) 26 ნოემბერს ბათუმში, თურქეთის „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ ევროპა ლიგის მატჩზე მომხდარი ინციდენტების...

ჰაკან ფიდანი: ბათუმში მომხდარი ინციდენტი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დონეს არ შეეფერება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, ბათუმში, „ბეშიქთაშისა“ და ისრაელის „ჰაპოელ ბეერ-შევას“ მატჩის დროს განვითარებულ მოვლენებს „სრულიად მიუღებელს“ უწოდებს...

გათავისუფლდება ყველა ის პირი, რომელიც აღიარებს და მოინანიებს დანაშაულს – კობახიძე

უნდა დაასახელონ „მოლოტოვის კოქტეილების" მსროლელები, უნდა დაასახელონ ის ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ხელისუფლების დამხობას აანონსებდნენ. რა თქმა უნდა, მათ არ...

Amnesty International: საქართველოში თითქმის სრული დაუსჯელობაა

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International საქართველოში საპროტესტო აქციების ორი წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის...

მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა – ჰაპოელი

"მადლობა, ვინც ჩვენი გულშემატკივრების უსაფრთხოებაზე იზრუნა" -  ასე გამოეხმაურა, ისრაელური კლუბი ჰაპოელ ბეერ-შევა ბათუმში, მათსა და თურქულ ბეშიქთაშს შორის...

ამაღლობელმა დემონსტრაციულად სილა გააწნა პოლიციას.. თურქეთის მოქალაქეები კი არიან ქომაგები – შს მინისტრი

გეტყვით ახლა განსხვავებას ქომაგებისა და მზია ამაღლობელის ქმედებას შორის: ქალბატონმა მზიამ დემონსტრაციულად პოლიციას, განა ირაკლი დგებუაძეს, გაარტყა სილა. ის...

აფხაზმა ოპოზიციონერმა, შვილი, სამკურნალოდ არა რუსეთის, არამედ ქართულ კლინიკაში გადმოიყვანა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, კან კვარჩიას შვილი, ეფრემ კვარჩია სამკურნალოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს.ადგილობრივი ტელეგრამ-არხების...

20 წლის ფეხბურთელის გაუპატიურების საქმეზე სააპელაციომ თურქ ბიზნესმენს 9 წელი მიუსაჯა

უფლებადამცველი ანა თავხელიძე წერს, რომ 20 წლის ფეხბურთელის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და...