“ჩვენ მოვიგებთ ომს”, “აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა” – ამ ტრანსფარანტებით ქუთაისის აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ატოცში ჩავიდნენ და რუსული ოკუპაცია გააპროტესტეს. აქციის გამართვის იდეა სტუდენტებს ეკუთვნის. მათი თქმით, მშვიდობიანი აქციის მიზანია, მივიდნენ იქ, სადაც რუსი ოკუპანტები ამ დრომდე მიწების მიტაცებას ცდილობენ. მათ სხვა სტუდენტებსაც აქციაში ჩართვისკენ მოუწოდეს.












