თბილისში, ტექნიკის მაღაზია “პისი შოპი” გაქურდეს. წაღებულია 14 ნოუთბუქი.
მენეჯერის ინფორმაციით, ეს მათი მაღაზიის გაქურდვის პირველი შემთხვევა არ არის, 2 წლის განმავლობაში მაღაზია უკვე 4-ჯერ გაქურდეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










