ტელეკომპანია ბიბისიმ 61 წლის წამყვანი დენი ბეიკერი, რომელმაც პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ახალშობილი შვილი შიმპანზეს შეადარა, სამსახურიდან გაათავისუფლა.
არხის თანამშრომელი სამეფო ბავშვის დაბადებას ტვიტერზე პოსტით გამოეხმაურა და ფოტო განათავსა, სადაც ქალი და კაცი მაიმუნთან ერთადაა ასახული.
ფოტოს ახლადა სათაური”სამეფო ბავშვი ტოვებს ჰოსპიტალს”.
პოსტი, რომლის გამოც ის ბიბისიდან გათავისუფლდა, ამ დროისთვის ტვიტერზე აღარ იძებნება. პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ჟურნალისტი რასიზმსა და ქსენოფობიაში დაადანაშაულეს.
მსგავსი შინაარსის ტვიტი მათს ფასეულობებს ეწინააღმდეგება.
ბეიკერის თქმით, ის დანაშაულს მიხვდა, თუმცა მისი პოსტით მხოლოდ ხუმრობა სურდა. ბეიკერმა სამეფო ოჯახს და პრინც არჩის ბოდიში მოუხადა.
















