მოსკოვის გარეუბანში, თბოელექტროსადგურ „სევერნაიასთან“ ახლოს გაზის მილი დაზიანდა რამაც შემდეგ ხანძარი გამოიწვია. ინფორმაციას tass.ru ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით 1 ადამიანი დაიღუპა ხოლო 13 დაშავდა. ცეცხლი გაზის მაღალი წნევის სადგურზე, გაზსადენზე, ტექნიკურ ნაგებობებსა და სამეურნეო-ადმინისტრაციულ შენობაზე გავრცელდა.
ცეცხლის ლოკალიზებას 50 სახანძრო და ორი ვერტმფერენი ცდილობდა.ხანძრის გამო ახლომდებარე მაგისტრალი გადაკეტეს. ოფიციალური ინფორმაციით, თბოელექტროსადგური არ დაზიანებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.














