რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია


რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ცნობილია. გადაწყვეტილება ცოტა ხნის    სტასბურგის სასამართლოს ოფიციალურ საიტზე დაიდო.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არ დაადგინა „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა.

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ქართული სასამართლოების მხრიდან მიუკერძოებლობის ნაწილში დარღვევა არ ყოფილა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებითი ღონისძიება გაუქმდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს აღსრულების შემჩერებელი მექანიზმი აღარ იარსებებს.

სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღარ დატოვონ ძალაში დროებითი ღონისძიება, ასევე დაადგინა,  რომ არ დარღვეულა მე-6 მუხლი, სამართლიანი სასამართლოს უფლება, თბილისის საქალაქო სასამართლოში,  თბილისის სააპელაციო სასამართლოსა და უზენაეს სასამართლოში

2015 წლიდან სასამართლოში რუსთავი 2-ისთვის დავობს მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში. სწორედ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა 2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2.