გორში, სანადიროდ წასული 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

გორში, სოფელ ილოზში 32 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, არსებული ინფორმაციით, ის სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ნადირობის დროს მოხდა.

მამაკაცი თანასოფლელებათან ერთად სანადიროდ იყო ტყეში წასული. მოგვიანებით კი გარდაცვლილი ნახეს.

უცნობია, მამაკაცს იარაღი გაუვარდა თუ სხვისი ნასროლი ტყვია მოხვდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.