გურამ ფალავანდიშვილი “სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური მოძრაობის” შექმნას აპირებს

გურამ ფალავანდიშვილი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, ქუჩაში გასვლას და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური მოძრაობის შექმნას აანონსებს.
.
მისი თქმით, მოძრაობა სავარაუდოდ,  არჩევნებამდე სამი თვით ადრე გააქტიურდება. 

“ჩემი სერიოზული გეგმაა, რომ ეს ყველაფერი გადაიზარდოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ პოლიტიკურ მოძრაობაში. ჯერჯერობით არ ჩანს, ვინ იქნებიან ჩემი მხარდამჭერი პოლიტიკოსები და როგორ გადაიზრდება. ფაქტია, დაფინანსება არსად არ ჩანს, ტელევიზია, რომელიც ამის მომხრეა არ ჩანს და ჩემი აზრით დაგვრჩა, ქუჩის მოძრაობის შექმნა, რომ ქუჩა გადავკეტოთ სადღაც და არჩევნებამდე თვეობით პერმანენტული მოძრაობა ვაწარმოოთ.
ამ მოძრაობის მხარდამჭერები შესაძლოა იყვნენ დიმიტრი ლორთქიფანიძე , ლევან ვასაძე, ლევან ჩაჩუა, და ყველა მსურველი. ჩვენ უნდა ავირჩიოთ ადგილი, მაგალითად, თავისუფლების მოედანი, სადაც პირობითად, 7 საათიდან 10 საათამდე გვექნება ბრიფინგები და შესაძლოა არჩევნებში რაღაც ძალა შევქმნათ. მაქვს იდეა, რომ დავდგათ ყულაბა რუსთაველზე, შევაგროვოთ ფული და იმით ელემენტარული მოძრაობა დავაფინანსოთ, ეს მოხდება არჩევნების წინ, ალბათ 3 თვით ადრე,” – განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.