30 მაჟორიტარული ოლქი მოითხოვს ოპოზიციის განსაკუთრებულ ერთიანობას – ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნების პირველ ტურში 30 მაჟორიტარული ოლქი ოპოზიციური პარტიების განსაკუთრებულ ერთიანობასა და ყურადღებას მოითხოვს.

ნათელაშვილის თქმით, დასამალი არ არის, რომ ხშირად ერთ პარტიაშიც ჭირს კანდიდატის შერჩევა და სიების შედგენა, ამიტომ უფრო რთული იქნება, 30 პოლიტიკური პარტია შეთანხმდეს საერთო კანდიდატზე მაშინ, როდესაც უმრავლესობას მაჟორიტარულ ოლქებზეც აქვს ინტერესი.

“მაგრამ, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს უყვართ საქართველო და არა – საკუთარი მდგომარეობა საქართველოში. პოლიტიკა არის კომპრომისების ხელოვნება და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევარჩიოთ აბსოლუტურად უმრავლეს ოლქებში საერთო კანდიდატები, რაც ოლიგარქიული რეჟიმის გარანტირებული დამარცხებაა. მე მიხარია, რომ ჩვენი პოლიტიკური კოლეგები ამას შესანიშნავად აცნობიერებენ”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გარკვეულ პარტიებს კონკრეტულ ოლქებში თავისი სახეები ჰყავს, რომლებიც, მაგალითად, 4-ჯერ არიან არჩეული იმ ოლქში, ამიტომ პარტიის ლიდერებს გაუჭირდებათ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ აღარ იყაროს კენჭი იმ ოლქში. სწორედ ამიტომ, ნათელაშვილი ფიქრობს, რომ პარტიების შიგნით არის სამუშაო.

ცნობისთვის, ევროპული საქართველო ნაციონალურ მოძრაობას მოუწოდებს, შეთანხმების ერთგულები დარჩნენ. გიგა ბოკერიას იმედი აქვს, რომ ენმ-ს წევრებისა და მათთან დაკავშირებული პირების განცხადებები შეთანხმების ჩაშლის მომზადება არ არის. 

დავით ბაქრაძის თქმით, პირველ ტურში საერთო მაჟორიტარებზე შეთანხმება ოპოზიციის გამარჯვებისთვის საკვანძო ელემენტია.

გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმება მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ შეთანხმება ვერ ხდება, პარტიებმა საჯაროდ უნდა ახსნან, რატომ ვერ ხდება და რა შეიცვალა. 

პოპულარული

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის,...

ბილ გეიტსი: ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა მილიარდი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს

Microsoft-ის თანადამფუძნებლის, ბილ გეიტსის შეფასებით, ხელოვნურმა ინტელექტმა შესაძლოა კაცობრიობის...

რომის პაპის მესას პარიზში ასობით ათასი ადამიანი დაესწრო

შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო...

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით...

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის – ნეთანიაჰუ ერდოღანზე

ის ტირანია, ყოველდღე ისრაელის განადგურების მოწოდებით გამოდის - ამის...

26 სექტემბერს, თბილისში წყალმომარაგება 36 საათით შეწყდება – ქუჩების ჩამონათვალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ თბილისის იმ უბნებისა და ქუჩების...

ყველა ამბავი

ჩემი გადადგომის შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა გაუმჯობესდა თუ გაუარესდა?: ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი რიგით მე-8 წერილს აქვეყნებს, თუმცა ამჯერად, მხოლოდ საკუთარ დამსახურებებზე წერს მას შემდეგ, რაც...

ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – ზურაბიშვილი

"ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ"-...

მეუფე ზენონი: ხალხებს შორის დიალოგი სიმართლესთან თანაზიარებიდან იწყება და არა მაშინ, როდესაც ისტორიის ხელახლა დაწერას ცდილობენ

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, რომლითაც სავარაუდოდ, ეხმაურება საქართველოში ირანის ელჩის განცხადებას, რომელშიც...

ირანის ელჩის Facebook-სტატუსზე „ოცნება“ რეაგირებას საგარეო უწყებისგან ელოდება. სამინისტროს განცხადება ჯერ არ გაუვრცელებია

ირანის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. საგარეო უწებას, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუვრცელებია.საქმე ეხება ორი...

ისტორიის სწორ ხაზს ვერავინ შეცვლის – ღუდუშაური ირანის ელჩზე

"არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ.ჩვენ ყველამ, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით...

ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა „ვალდაის“ კლუბის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა,რომ "ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებს".„თქვენ გულისხმობთ...

ჩორჩანას საგუშაგოს გახსნა არ შეიძლება ოკუპაციის პროვოკაციად შეფასდეს – საიას განცხადება

ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის „პროვოცირებად“- ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებაშია აღნიშნული, რომელიც სოფელ...

ქართული ოცნება ჩემზე რას იტყვის, რას დაწერს ან რას გაავრცელებს, ეს ჩემთვის საინტერესო არასდროს ყოფილა და არც ახლა არის – გელა ხასაია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ განაცხადა, რომ გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც დაპატიმრებამდე აკეთებდა."სალამი მონატრებულ ხალხს ერთი...

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილებები ამოქმედდა

2026 წლის 18 სექტემბრიდან „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამოქმედდა. კანონი ახლებურად არეგულირებს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების...

შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ – ენმ

"შსს-სგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ არ შეიძლება 1 ოქტომბერს აქცია ჩატარდეს, მაინც მივალთ " -განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროებითი მმართველობითი...

“რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან” – ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გელა ხასაია თავისუფალია

"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრმა გელა ხასაიამ ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციური დაწესებულება დატოვა. "რასაც ვაკეთებდი იმას გავაგრძელებ დღეიდან. არაფრის შეცვლას, არაფრის...

საქართველო ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა: საია

საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის...