გამოძიებას კითხვები არ ჰქონია, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთმა მოწმემ ანა გაბეჩავამ ჟურნალისტებს შსს-დან გამოსვლის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, გამომძიებლებმა მხოლოდ მისი სოციალური ქსელები შეამოწმეს.
„კითხვები არ დასმულა. უბრალოდ ჩემი სოციალური ქსელები შეამოწმეს…ინსტაგრამი”, – განაცხადა ანა გაბეჩავამ.
ცნობისთვის, ანა გაბეჩავა შსს-ში დაახლოებით 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ასევე დღეს, შსს-ში იმყოფებოდა 18 ივნისის წვეულების მონაწილე ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი ნ.ხ. ადვოკატის მტკიცებით, კითხვები არ დასმულა ნ.ხ-სთან მიმართებითაც და საგამოძიებო მოქმედებები არასრულწლოვნის კუთვნილ ტელეფონში არსებული მიმოწერის მიზნით ჩატარდა.









![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




