“რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი”- „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინის განცხადებას, რომ მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერებებს საქართველოსა და აშშ-ში ამზადებენ, არასერიოზულს უწოდებს.
როგორც ის აღნიშნავს, რუსეთს არ ახარებს საქართველოს წარმატება და მსგავსი განცხადებებიც ამის შედეგია.
„სამწუხაროდ, რუსეთისთვის დეზინფორმაცია არის ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი. ბუნებრივია ამ დეზინფორმაციას ჩვენ დავუპირისპირებთ სიმართლეს“,- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული „ნოვიჩოკის“ ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და აშშ-ის ტერიტორიებზე არსებობს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.









![“თავს დამნაშავედ არ ვცნობ, გააუქმეთ [საპროცესო შეთანხმება]. ბიძინას დედასაც შ*****ი“ – გიორგი კირვალიძე](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/06/giorgi-kirvalidze-218x150.jpeg)





