ოთხშაბათი, 18 თებერვალი , 2026, 20:41

ოქრუაშვილმა აივნიდან ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინა

პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა აივნიდან  ვაკე-საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას მხარდამჭერი ბანერი გადმოფინა. ფოტოს ოქრუაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს.

“ა ბატონო, მრგვალ ბაღში ვინც გაივლის ვერ გამოტოვებს, ფალიაშვილზეც გადავკიდე…”- წერს ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.