პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზეც, მთავრობას პანდემიის დროს შემზღუდავი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა 6-თვით უგრძელდება.
“საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილება დეპუტატებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. ხუნდაძემ ქვეყანაში კოვიდ-19 გამოწვეულ ეპიდვითარებაზე და ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ წარმოდგენილი პროექტით, მთავრობას 2021 წლის 1 ივლისამდე გაუხანგრძლივდება ვადა, რათა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე მართოს და აკონტროლოს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება და შესაბამისი ზომები მიიღოს.



![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-218x150.jpg)








![თუ [იმედის ბანკის] შექმნაზე სრულყოფილი წერილობითი მომართვა შემოვა, განვიხილავთ – სებ](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/03/15-100x70.jpg)

