ჩვენი პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია – ღარიბაშვილი

“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია”- ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პოპულარული

მსოფლიოში კიბოს ყოველი მერვე შემთხვევა ინფექციებს უკავშირდება — ბევრის თავიდან აცილება შესაძლებელია

კიბოს ზოგიერთი შემთხვევის თავიდან აცილება ვაქცინაციით, ინფექციის დროული გამოვლენითა...

Meta სოციალური ქსელების მომხმარებლების შეცდომაში შეყვანისთვის 25 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს

კომპანია Meta-ს, რომელიც, სხვა სერვისებთან ერთად, სოციალურ ქსელებს —...

მიგრანტებმა საფრანგეთი ხელში ჩაიგდეს – უნდა ჩაკეტონ საზღვრები – ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი საფრანგეთს საზღვრების დაუყოვნებლივ ჩაკეტვისკენ მოუწოდებს.„მიგრანტებმა...

ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ჩვენი ქვეყნისთვის: ღარიბაშვილის მორიგი წერილი

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი მორიგ წერილს აქვეყნებს...

დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი...

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ვახო სანაიას 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება, მოსამართლე თორნიკე...

„იცოდეთ, რომ ქურდები განაგებენ ციხეს!“: ძმები ფეიქრიშვილების დედა

პატიმარი დავით ფეიქრიშვილი კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, საიდანაც დაკვირვების...

ენმ-ი საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე მოწმის სახით  სააკაშვილისა და ხაბეიშვილის დაბარების შუამდგომლობით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვაზე...

ყველა ამბავი

დანიამ უკრაინას, დრონების ჩამოსაგდებად, F-16-ის 50 000-ზე მეტი ჭურვი გადასცა

დანიის სამეფომ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის F-16 ტიპის მრავალფუნქციური საბრძოლო თვითმფრინავების 50 000-ზე მეტი ერთეული საბრძოლო მასალის მიწოდება უზრუნველყო.საუბარია ამერიკული...

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი " - სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო,...