შსს-ს ინფორმაციით, დაზარალებულია 55 ადამიანი, ხოლო 8 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 5 ივლისს  თბილისში დაგეგმილი ”ღირსების მარშის” წინააღმდეგ გამართულ აქციაზე, სადაც ძალადობრივი ჯგუფები მედიის წარმომადგენლებს თავს დაესხნენ, 8 პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით, ხოლო დაშავებულია 55 პირი, რომელთაგან 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

”გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე წლის 5 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოვლენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებების და მათზე პოლიციის მხრიდან განხორციელებული რეაგირების შესახებ.

გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 8 პირი.

ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებები გრძელდება გამოვლენილ შემდეგ კანონდარღვევის ფაქტებზე:

რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელდა ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს.

თბილისში მოძრაობა “სირცხვილიას” და “თბილისი პრაიდის” ოფისზე განხორციელებული კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გრძელდება გამოძიება. ახვლედიანის ქუჩა №17-ში მდებარე „თბილისი პრაიდის“ ოფისთან განვითარებულ მოვლენებზე სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე გამოძიება ასევე სსკ-ის 187-ე მუხლით გრძელდება.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის შენობასთან დაფიქსირებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე, სადაც სავარაუდოდ პიროტექნიკის აფეთქებით დაზიანება მიიღო ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოძიება სსკ-ის 187-ე და 126-ე მუხლებით გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გმობს სიძულვილით მოტივირებულ ქმედებებს, მათ შორის მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ გამოხატულ ძალადობას. ყველა ჩამოთვლილ ფაქტზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე პირთა იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.”- ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა ბოლოს იყო ალბათ საბჭოთა პერიოდში – კობახიძე მშენებლობებზე

მშენებლობა არის ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორი. ამასთან დაკავშირებით...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში)...

ტრამპი, ეპშტეინი და პუტინის ოლიგარქები: რა გაირკვა Deutsche Bank-ის დოკუმენტების გაჟონვის შედეგად

Deutsche Bank-ის შიდა დოკუმენტების მასშტაბურმა გაჟონვამ გამოააშკარავა ბანკის საქმიანი...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების...

დაუსჯელი არავინ დარჩება – კალაძე 41 მილიონის მითვისების საქმეზე

საქმე გვაქვს სავარაუდო საბუთების გაყალბებასთან. დაველოდოთ გამოძიებას, დაუსჯელი არავინ...

პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო – ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევს – ტრამპი

ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო, -...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, და წერს,რომ რუსთავი 2-მა, არასწორად...

ყველა ამბავი

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება

საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფება -  დღეს რუსეთის პატრიარქ კირილს სხვადასხვა ადგილობრივი ეკლესიების დელეგაციები და ეკლესიის მეთაურები 80 წლის...

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში  კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა."მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს...

„პუტინი და სი ჩვენთვის მეგობრები არ არიან“-როგორ გამოეხმაურნენ დასავლეთში შენჟენში ტრამპის სამიტს

ჩინეთის ქალაქ შენჟენში რუსეთის, ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერების ისტორიაში პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა „მშვიდობის დეკლარაცია“ გამოაქვეყნეს. მასში...

ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციას“ ამზადებს

ლატვიის მთავრობა „დერუსიფიკაციის დეკლარაციის“ მომზადებასა და მიღებას აპირებს. ამის შესახებ ნათქვამია ქვეყნის ახალი მინისტრთა კაბინეტის სამოქმედო გეგმაში, რომელიც ანდრის...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს – ეძებენ ორს

ფონიჭალაში, სადაც, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.ახლა მაშველები...

ფონიჭალაში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს.  სამძებრო სამუშაოები გრძელდება,...

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

ფონიჭალაში, სადაც ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან 2 პირის ცხედარი ამოიყვანეს.ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი...

ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო – პუტინი

"ჩვენ არანაირი ომი არ დაგვიწყია, მხოლოდ  დასრულებას ვცდილობთო " - ამის შესახებ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, 19 ნოემბერს, აზია-წყნარი...

ანა ყურაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერისთვის 3 ათასი ლარით დაჯარიმდა – ვიდეომტკიცებულებები ძირითადად უხმოა

პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი, ანა ყურაშვილი,  საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ  სამართალდამრღვევად ცნო და 23 და 24...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრის შემდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოქვეყნდა

გამოქვეყნდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შემაჯამებელი დოკუმენტია. დეკლარაციის პირველ პუნქტში ნათქვამია, რომ რუსეთმა, ჩინეთმა...

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან – ტუსკი ტრამპის მიერ პუტინისთვის მეგობრის წოდებაზე

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი სოციალურ ქსელში წერს.დონალდ ტრამპის ამ განცხადებას გამოეხმაურა პოლონეთის...

გერმანიის საელჩო “რუსთავი 2-ს” დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

გერმანიის საელჩო განცხადებას ავრცელებს, და წერს,რომ რუსთავი 2-მა, არასწორად გააშუქა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სტუმრობა  გერმანიის საელჩოში."პრესის თავისუფლება და ფაქტებზე...