აფხაზეთში ადგილობრივებმა ტურისტი მამაკაცი “კაბის” ტარების გამო სცემეს.
კადრები “სოჩინიუსის” ფეისბუქ გვერდზე გამოჩნდა.ვიდეო ერთ-ერთმა ტურისტმა აფხაზეთში სტუმრობის დროს გადაიღო.
კადრებში ჩანს, როგორ ესხმიან თავს მამაკაცს, რომელსაც შოტლანდიური კილტი აცვია. ვიდეოს სოციალური ქსელის მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქციები მოჰყვა, მათი ნაწილი აღშფოთებას გამოტქვამს მომხდარის გამო, ნაწილი კი თვლის, რომ მამაკაცმა აფხაზეთში კაბით არ უნდა იაროს.