“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა”-ხაბეიშვილი

“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა”-თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი მერიის  მხრიდან ბაღების საკვებით მომმარაგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს  აფასებს. 

“ამასობაში კალამ 60 000 ბავშვი კვების გარეშე დატოვა ! არადა როცა ვაფრთხილებდი მაშინ “დიდკაცობდა” – მაგან რა იცისო, იტყუებაო, ფაქტი სახეზეა”-წერს ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის მერიამ კომპანია “ნილს”  ხელშეკრულება შეუწყვიტა.

თბილისის მერის მოადგილე, ილია ელოშვილი  აცხადებს, რომ ბაღებში საკვები დაგვიანებით მიდიოდა და იყო უხარისხო პროდუქტის მიწოდების ფაქტებიც. 

ტენდერი ზაფხულამდე არ გამოცხადდება, შესაბამისად ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ბაგა-ბაღებმა საკვები პროდუქტებით მომარაგებაზე თავად უნდა იზრუნონ.